x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139056
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
ტესტი - როგორ აღგიქვამენ გარშემომყოფნი?

image

შეკრიბეთ შესაბამისი ქულები და გაიგეთ რას ფიქრობენ გარშემომყოფნი თქვენზე.



1. საყვარელი ადამიანი შ
მთხვევით გაანაწყენეთ. თქვენი რეაქცია:
ბოდიშს მოუხდით - 1
იფიქრებთ, რომ მაინც გაპატიებთ - 3
დანაშაულის გრძნობა დიდხანს შეგაწუხებთ - 2

2. თქვენს მეგობარს დაბადების დღის მოლოცვა დაავიწყდა:
დაელოდებით, იქნებ გაახსენდეს - 2
დაურეკავთ და გულახდილად ეტყვით, რასაც ფიქრობთ - 1
განაწყენდებით, მაგრამ არ აგრძნობინებთ - 3

3. ყოველთვის ახერხებთ შეინარჩუნოთ თქვენი დამოკიდებულება და აზრი?
რა თქმა უნდა, ყოველთვის მართალი ვარ - 3
ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა არის კამათის საბაბი - 1
ცდილობთ გაიღიმოთ და ისე შინარჩუნოთ თქვენი პოზიცია - 2

4. თუ თქვენს ზურგს უკან ჩურჩულებენ:
ისთ სახეს მიიღებთ, თითქოს არაფერი გესმით - 2
მათ შენიშვნას მისცემთ და როცა შესაძლებლობა გექნებათ, სამაგიეროს გადაუხდით - 3
ეცდებით, გაიგოთ, რა დგას ამის უკან - 1

5. თუ თქვენი მეგობარი პაემანზე არ მოვიდა, იფიქრებთ:
“ამაზრზენი ტიპია'' - 1
“ალბათ დაავიწყდა, რომ უნდა შემხვედროდა'' - 2
“ალბათ გადამიყვარა'' - 3

6. სად გირჩევნიათ შეხვდეთ დღესასწაულს?
ფეშენებელურ რესტორანში - 3
პიკნიკზე - 2
სახლში, მეგობრებისა და ნათესავების გარემოცვაში - 1

შედეგები:

6-9 ქ
არ ცდილობთ, ყველასთვის მოსაწონი იყოთ. იქცევით გულწრფელად, სამართლიანად. ალბათ სწორედ ეს არის თქვენი მომხიბვლელობის საიდუმლო.

10-14 ქ
ძნელად თუ მოიძებნება ინმე თქვენზე რომ თქვას, სიმპათიური არ არისო. ცდილობთ, ადამიანებთან ურთიერთობისას “დისტანცია'' შეინარჩუნოთ, რადგან არ თვლით აუცილებლად, ყველასთან მეგობრული ურთიერობა გქონდეთ.

15-18 ქ
თუ ისეთი გზით ივლით, როგორითაც აქამდე დადიოდით, წარმოუდგენელია, რომ წინააღმდეგობები არ შეგხვდეთ. იფიქრეთ იმაზე, რომ კოპრომისზე წასვლა არ ნიშნავს საკუთარი თავის გაყიდვას.

9
3429
7-ს მოსწონს
ავტორი:tartaruga
tartaruga
3429
  
2015, 31 იანვარი, 19:23
საინტერესო იყო
2013, 17 დეკემბერი, 16:01
9 :)))))
2013, 28 იანვარი, 20:01
7:)
2012, 12 ოქტომბერი, 21:32
8:D
2012, 5 სექტემბერი, 12:14
1-1;2-2;3-2;4-3;5-1;6-3=6 :D
2012, 21 აპრილი, 14:07
1დავურეკავ და გულახდილად ვეტყვი რასაც ვფიქრობ
0 1 9