x
image
მაკუნა
Mediator image
ქართული შეიარაღებული ძალების გმირები და ანტიგმირები_ პოლკოვნიკ ვიქტორ ჭელიძის სკანდალური აღიარება
imageპროკურატურას გასულ კვირას საქართველოს საზღვაო ძალების სარდლის ადმირალ გიგლა ირემაძის ქვრივმა მიმართა, უწყებისგან მანანა ირემაძე მეუღლის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების გამოძიებას ითხოვს. ადმირალის მეუღლე მოწამვლის ვერსიაზე საუბრობს, რის გასამყარებლადაც მოჰყავს ირემაძის თანაშემწის ვიქტორ ჭელიძის მიერ ჩუმად ჩატარებული ექსპერტიზა.
ვიქტორ ჭელიძე წლების მანძილზე ზურა ირემაძის თანამებრძოლი, საქართველოს საზღვაო ძალების დაზვერვის უფროსი და ადმირალის გარდაცვალებამდე მისი თანაშემწე იყო, ამჟამად მას დაუსწრებლად 20 წელი აქვს მისჯილი და ინტერპოლით ძებნილთა სიაშია, თუმა მისი ადგილსმყოფელი გასიდუმლებული ნამდვილად არაა და შესაბამისი უწყებებისთვის ადვილად ხელმისაწვდომია.
“ქართული სიტყვა” ვიქტორ ჭელიძეს ბრიუსელში დაუკავშირდა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა:


ბატონო ვიქტორ, ირემაძის საქმეში გაიჟღერა თქვენმა გვარმა, როგორც ადმირალის ქვრივი ამბობს, თქვენ ოჯახისგან მალულად ჩაუტარეთ გარდაცვლილს ექსპერტიზა, შემდეგ კი შედეგი დამალეთ...


– ექსპერტიზა ზურა (გიგლა) ირემაძეს არ ჩატარებია, ოჯახი არ დათანხმდა ამას მაშინ, ამის მიზეზები თავად უნდა თქვან. მე ეჭვი მეპარებოდა მაშინვე, რომ ზურა თავის სიკვდილით გარდაიცვალა და ავუღე სისხლის ნაცხი 3 დღის გარდაცვლილს. ეჭვს მისი მოწამვლის შესახებ მიმყარებდა უამრავი წინაპირობა პრეზიდენტის განცხადებები, თავდაცვაში შექმნილი ვითარება, ცალკე ასლანის ბოლო გაფართხალება, მოკლედ ზურასაც ბოლო პერიოდში ქონდა შიში, რომ რამე დაემართებოდა. 7 წელიწადი მე და ზურას ჩვენ ოჯახებთან ერთად არ გვქონდა ნაცხოვრები იმდენი ხანი, რამდენიც ერთმანეთთან, ამიტომ ბევრი რამის საქმის ყურში ვიყავი. მაგრამ იყო ადგილები, სადაც მხოლოდ ზურა საუბრობდა და შემდეგ ამ საუბრის ინტერპრეტაციას ვიგებდი მისგან. სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ზურა პრეზიდენტთან იმყოფებოდა, არ ვიცი რა საუბარი შედგა, მაგრამ ერთი კი მითხრა, ჩემი დაღუპვა უნდა მგონიო. სხვათაშორის სააკაშვილმა ზურას გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გასცა აფხაზეთის წყლებში სხვა ქვეყნის, ანუ რუსეთის გემის ჩაძირვის ბრძანება, რომელიც დემონსტრაციულად შემოვიდა აფხაზეთში. რაც არ შევასრულეთ, ზურამ კარგად გაანალიზა რაც მოჰყვებოდა ჟირინოვსკის, ლუშკოვის და ა.შ რუსი პოლიტიკოსების გემის ჩაძირვას, ეგრევე მივიღებდით აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, ამიტომ ბრაძანებას არ დავემორჩილეთ! ისე, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დარღვევებით არ მოძრაობდნენ მხოლოდ რუსები, მეტიც 70 % მოდიოდა დარღვევების მხრივ თურქებზე, მაშინ მათი გემებიც უნდა ჩაგვეძირა.

ეჭვი, რის გამოც ავიღე ზურას სისხლის ნაცხი გამართლდა. გოსპიტალის მთავარ ექიმს შალამბერიძეს გავაკეთებინე ანალიზი, სისხლში აღმოჩნდა მომატებული დარიშხანი. მიზეზი კი რითაც ზურას გარდაიცვალებაა ახსნეს ინფაქტი და ინსულტი ერთად იყო, დარიშხანის მომატება როგორც ექიმებთან გავარკვიე შესაძლოა გამხდარიყო მისი სიკვდილისთვის მასტიმულირებელი. ამის გამხელით მის ოჯახს კიდევ უფრო მეტ საფრთხეს შევუქმნიდი. შესაძლოა ახლა მეც არ მესაუბრა თქვენთან, რომ გამჟღავნებულიყო რომ ეს გავარკვიე. არ გამოვრიცხავ რომ ზურას სიძე დათუნა რუხაძე მოკლეს ჩემს მაგივრად, მესამე მკვლელობა კი ვეღარ გაბედეს და ჩემი მოცილება სხა გზით გადაწყვიტეს, ჯერ დამაწინაურეს და მერე დაჭერა მომინდომეს. ეს ყველაფერი გამოსაძიებელია და მე რომ მაგას ვითხოვ იმიტომ მაქვს პრობლემები წლების მანძილზე. ბევრი უზუსტობაა თავად ზურას ქვრივის ჩვენებაშიც, და თუ ბოლომდე იტყვიან ყველა დეტალს და არაფერს არ დამალავენ, ძალიან გაიოლდება ამ საქმის გამოძიება.
ერთ-ერთი მიზეზი რისთვისაც ბელგიაში ჩამოვედი და დღემდე ვითხოვ სწორედ ამ საქმის გამოძიებაა, ეს პირველ რიგში ჩემ ინტერესშია. ზურას ვეღარ გავაცოცხლებ მაგრამ ოჯახიც დამშვიდდება და მეც საბოლოოდ მოვიშორებ სამარცხვინო ლაქას, რომელზეც კულუარებში საუბრობენ. გასაგებია რომ ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა ეს ოჯახი, შესაძლოა ჩემზე გულიც წყდება მაგრამ მეც არ მქონია ამ ხნის მანძილზე ნორმალური ცხოვრება, 7 წელია შვილი არ მინახავს და მოშორებული ვარ ქვეყანას, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს.



რატომ და ვინ უნდა ყოფილიყო დაინტერესებული ირემაძის მოცილებით?


– გარდა იმისა რომ პრზიდენტს არ მოდიოდა თვალში ადმირალი, ნიშანდობლივია რომ თავდაცვის სამინისტროში ჯერ კიდევ ზურა ირემაძის სიცოცხლეშივე ტარდებოდა საზღვაო ძალების გაუქმების პოლიტიკა, ამას ეწინააღმდეგებოდა ზურა ირემაძე მხოლოდ არა როგორც პიროვნება, არამედ უამრავი არგუმენტის მცოდნე, რომლის მიხედვითაც აუცილებელი იყო სახელმწიფოს ჰყოლოდა საზღვაო ძალები, მითუმეტეს იმ პერიოდში როდესაც მის გაუქმებაზე იყო საუბარი. ირემაძე ამბობდა, რომ აუცილებელი იყო სანაპირო ძალების დივიზიონი შესულიყო საზღვაო ძალების შემადგენლობაში. გენშტაბს კი სხვა პოლიტიკა ჰქონდა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის საზღვაო ძალები უნდა გაუქმებულიყო და შეერთებოდა საზღვრის დაცვის დეპერტამენტს. ეს იყო სრულიად ალოგიკური, პირდაპირ უშლიდა ხელს ქვეყნის საფრთხეების აცილებას თავიდან, მისი გაუქმება ავტომატურად ნიშნავდა, რომ ზღვიდან იქნებოდა საშიშროება, (ასეც მოხდა რამდენიმე წლის შემდეგ) და ყველაზე მთავარი, ამას არავითარი საერთო არ ქონდა ნატოს სტანდარტთან, რომლისკენაც ამბობდნენ რომ მიდიოდნენ.
საზღვაო ძალების ყოფნა იმიტომაც იყო აუცილებელი რომ იმ დროისთვის საქართველო მონაწილეობას ღებულობდა შავი ზღვის აუზისის ქვეყნების პროგრამაში. ყოველწლიურად ერთი ქვეყანა გამოვყოფდით ტაქტიკურ-ოპერატიული ამოცანისთვის სარდალს, სამშვიდობო მისიისთვის გემებს. შავ ზღვის ქვეყნები თურქეთი, რუმინეთში, ბულგარეთი, უკრაიანა, რუსეთი, საქართველო, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით ვენაცვლებოდით ერთმანეთს სარდლის დანიშვნისას, სხვა ოპერაციები კი ერთობლივად ხდებოდა. ასეთი თანამშრომლობა შავ ზღვაზე საქართველოს ხელს აძლევდა, იმიტომ, რომ ზღვიდან საფრთხე იყო აცილებული, სხვა ქვეყნის სამხედრო ძალები ვერ იმოქმედებდა მეორე სახელმწიფოს საზღვაო ძალების წინააღმდეგ, რადგან არ არსებობდა შავ ზღვაზე ამ ოპერატიულ - ტაქტიკური გადაჯგუფების გარდა სხვა საბრძოლო ქვედანაყოფი. რუსეთს რომც ნდომებოდა ჩვენი საზღვაო ძალებისათვის რამის დაშავება ამას ვერ შეძლებდა ამ საზღვაო მშვიდობის ავანგარდი სწორედ ირემაძე იყო.
თქვენ ხო მარ გგონიათ 2008 წლის ომი შემთხვევით მოხდა? ამის წინაპირობის შექმნა წინა ხელისუფლებამ სათავეში მოსვლისთანავე დაიწყო, თან წინასწარი განზრახვითვე, რომ დამარცხებულიყო. ეს არაა მხოლოდ საუბარი, როცა დოკუმენტებზე საუბრობენ, დოკუმენტები არის მანდ უწყებებში. იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც მიიღეს თანდათან ომამდე.
2007 გამოვიდნენ სწორედ შავი ზღვის ქვეყნების კავშირიდან, რომელიც უზრუნველყოფდა მშვიდობას. 2008-ში კი საზღვაო ძალებს არ ანიჭებენ ფუნქციას და აძირინებენ რუსეთს პორტშივე გემებს!
საზღვაო ძალების მეთაური აგვისტოს ომის დროს იყო ბესო შენგელია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ძიება მიმდინარეობდა 2007 წელს ომამდე 7 თვით ადრე ვაცნობე თავდაცვის სამინისტროს, ასევე კონტრდაზვვერვას, რომ ომის დროს დაუშვებელი იყო ამ კაცის არსებობა მსგავს პოზიციაზე, ტყუილად კი არ ვადანაშაულებდი, მივუთითებდი. მოეძიებინათ მიღება ჩაბარების აქტები და ა.შ. ადვილად მიხვდებოდნენ რომ დამნაშავე იყო ეს კაცი.


– ვის აცნობეთ კონკრეტულდ ამის შესახებ?


– იმას ვინც ჩემთან კონტაქტზე გამოვიდა, გამაგებინა, რომ დასწრებლად მომისაჯეს 20 წელი და ჩემზე ძებნა გამოცხადდა . ერთი იყო სამხედრო პოლიციის თანამშრომელი, მეორე კონტრდაზვერვის. ძებნა რათ მინდოდა თავად დამიკავშირდნენ, მაგრამ საინტერესოა დღემდე რატომ ვერ შეძლეს ჩემი საქართველოში გადმოყვანა? "ინტერპოლსაც" კი გადასცეს 2010 წელს ჩემი საქმე, მაგრამ მტკიცებულებებით არაა გამყარებული ბრალდება, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ბელგიაშიც დამაპატიმრეს არ გადმომცეს საქართველოს, რადგან ბელგიურმა სასამართლომ არ ჩათვალა ფაქტები საკმარისად და გამათავისუფლა.


– რაში გედებათ ბრალი? რატომ მოგისაჯეს 20 წელი?


– 2005 წელში დავტოვე საქართველოს შეიარაღებული ძალები, ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე კი აღიძრა 2006 წელს. აფსურული ბრალდებით: 2004 წელს, მე და ზურა ირემაძე ვიყავით ურეკში, ახალი წლები იყო, 4 იანვარი.
დავთვერი და რესტორნის საპირფარეშოში დამრჩა იარაღი, მეორე დღეს მირეკავს ურეკის პოლიციის უფროსი და მეუბნება ალბათ თქვენ დაგრჩათო, იმ პერიოდში ვიყავი საზღვაო ძალების დაზვერვის უფროსი. ის იარაღი დაბრუნდა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, ანუ დამიბრუნდა და ვატარებდი კვლავ.
სწორედ ამ იარაღის გამო აღიძრა პირველი საქმე, სამხედრო წესით მეკუთვნოდა საყვედური, ამ ფაქტის გამო სარდლისგან, თუ იარაღი დაიკარგებოდა მაშინ სასტიკი საყვედური და ფულადი ჯარიმა, თუ იმ იარაღით ვინმე დანაშაულს ჩაიდენდა დიდი პასუხისმგებლობა იყო. მაგრამ საქმე იმიტომ კი არ აღიძრა, რომ დავკარგე, არამედ იმიტომ, რომ თურმე რატომ არ ვაცნობე სარდალს, ერთი დღით თან რომ არ მქონდა იარაღი. ასე დაიწყო გამოძიება.


და ვინ იცოდა ამ იარაღის დაკარგვის ამბავი?


– მაშინ ჩვენთან ერთად იყო საზღვაო ძალების ზურგის სამსახურის უფროსი, ალიკა ოგანესიანი, მხოლოდ მას შეიძლებოდა სცოდნოდა იარაღის დრობით არქონის ამბავი. ეს ის ალიკა ოგანესიანია, რომელიც მივიდა ზურა ირემაძის სიკვდილის შემდეგ მის ოჯახში და ქალბატონ მანანას უთხრა, თითქოს მე ავიღე 100 000 და მოვკალი ზურა ირემაძე, ის რომ ნამდვილად მივიდა ამ ცილისწამბით ირემაძის ოჯახში, (ზურას ქალიშვილმა მომწერა რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელში, რა თქმა უნდა მას არ სჯეროდა მსგავსი სისულელის..)
მთელი ჩემი ბრალდებები აგებულია ამ ადამიანის ნალაპარაკებზე, და თავისი დანაშაულებების ჩემზე გადმობრალებაზე. 20 წელი, რომელიც მაქვს მოსჯილი არის მსგავსი აბსურდული ბრალდებებით გაჯერებული. ვერ დამაბრალეს ვერავითარი სამხედრო დანაშაული, უმეტესწილად ყველა ბრალდებაში ფიგურირებს უფლებამოსილების გადამეტება და ეკონომიური დანაშაულები.


– რა მიზეზით დატოვეთ საქართველოს საზღვაო შეიარაღებული ძალები?
– ოქრუაშვილის მინისტრობის დროს, როცა გენერალური შტაბის უფროსი იყო ნიკოლეიშვილი, 2005 წელს მის სახელზე დავწერე პატაკი რომელშიც ვამხელდი საზღვაო ძალების სარდალ ერქვანიას რომ თურქეთის გავლენის ქვეშ იყო, ფაქტიურად მათ მორჩილებაში, შტაბის უფროსი შენგელია კი ვერ ასრულებდა თავის მდგომარეობას და საზღვაო ძალები ამის გამო იყო რეალურად ბრძოლისუუნარო. იმ დროისთვის მე საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე ვიყავი, ეს ნიშნავდა იმას ვთხოვდი გენშტაბს სასწრაფოდ შეესწავლათ სიტუაცია საზღვაო ძალებში.
მამხილებელი პატაკის გაგზავნიდან ძალიან მალე უკრაინაში ვიყავი წასული. ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად ორი დღე კიევში გავატარე, საქმიანი შეხვედრები იყო უკრაინულ მხარესთან. შემდეგ მე გადავედი გემების შეკეთებასთან დაკავშირებით სევასტოპოლში. სადაც მირეკავს საზღვაოს შტაბიდან ერთ-ერთი თანამშრომელი და მეუბნება, რომ არ ჩამოხვიდე ფოთში, შენი დაჭერა უნდათო. დასამალი რა მჭირდა ჩავედი ფოთში და დამხვდა კაბინეტში გენერალური ინსპექციიდან მოსული ორი გამომძიებელი და თავად გენარალური ინსპექციის უფროსი. მითხრეს რომ 4 ბრალდებას მიყენებდნენ დასმენის საფუძველზე. პირველი ბრალდება იყო თითქოს ნარკომანი ვიყავი, რაც გაბათილდა მალევე, რადგან მათ თვალწინ ჩავატარე ყველა პროცედურა და ნარკოტიკის ვერანაირი კვალი ვერ აღმომიჩინეს, გამოკვლევებმა აჩვენს რომ არასდროს არ მქონდა მოხმარებული არანაირი ნარკოტიკი. მეორეც ასეთივე სულელური ბრალდება იყო, რომლის გაბათილების შემდეგაც კი უკვე დავწერე წასვლის შესახებ განცხადება, ზურას ამბებიდან მოყოლებული უკვე ყელში იყო ამოსული ამათი ტუტუცობა. ოქრუაშვილს დაურეკეს, რომ შეცდომაში იყვნენ შეყვანილები და არ დადასტურდა ჩემი ბრალდებები და ამიტომ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ბატონ ვიქტორსო. ოქრუაშვილმა მთხოვა დამეხია წასვლის შესახებ პატაკი და ყველაფერს თავად ამიხსნიდა მოგვიანებით. მაშინ მართლაც დავხიე, კიდევ დაველოდე კომისიის დასკვნას, რომელმაც დანარჩენ ორ ბრალდებაზეც გამამარათლა. ამის შემდეგ მე ცრუ მბრალმდებლის დასახელებას და დასჯას ვითხოვდი. მინისტრისგანაც და ნიკოლეიშვილისგანაც. 6 ვარსკვლავი, საზღვაო ძალებში პირველი რანგის კაპიტნის და სახმელეთო ძალებში ვიცეპოლკოვნიკის წოდება იმისთვის არ მიმიღია, რომ ვინმე ხცვირმოუხოცავს ასე უაზროდ გავეფუჭებინე, ამითომ როცა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ქვეყნის ბედზე გულწრფელად გულშემატკივარი ადამიანი მათ არ ადარდებდათ საბოლოდ მივიღე შეიარარებული ძალებიდან წამოსვლის გადაწყვეტილება.


რაც შეეხება ოქრუაშვილს, მე არასდროს ვენდობოდი მას. მეტიც არასდროს აღვიქვამდი სერიოზულად თავდაცვის მინისტრად. ამიტომ მისი სამართლიანობის იმედიც არ მქონია.
ერთ რამეს გეტყვით, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის არაა დღესაც ცნობილი, საერთოდ ა.შ.შ. ყოველწლიურად აწვდის რეკომენდაციებს საქართველოს, როცა ოქრუაშვილის დანიშვნაზე იყო საუბარი ამ პოსტზე, ამერიკამ არ მისცა ჩვენ ქვეყანას ამის რეკომენდაცია, მეტიც პირდაპირ იყო მითითებული რომ თუ საქართველოს უნდოდა ყოლოდა ეფექტური თავდაცვის სისტემა, მინისტრად უნდა დანიშნულიყო ირაკლი ალასანია. ეს რეკომენდაცია არ შეასრულა სააკაშვილმა და შეასრულეს პირიქით, ალასანია მოაცილეს ამ სფეროს, მაშინ როცა მას დიდწილად შეეძლო ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტა. დღეს თუ ჩეჩენი ბოევიკებისკან თავისუფალია პანკისი, სწორედ ალასანიას პირადი დამსახურებაა . მაგრამ ირაკლი მოაშორეს თავდაცვას, მიზანმიმართულად ააცილეს, მაშინ როცა საუკეთესოდ იყო ეს ადამიანი მომზადებული საქართველოს შიგა პრობლემების გადასაწყვეტად. მაგრამ ეს მათ ინტერესში არ შედიოდა.
ვიცოდი რომ მისი მეთაურობით საქართველოს თავდაცვა ნადგურდებოდა. აბსოლიტურად უაზრო გადაწყვეტილებები მიიღო ამ ადამიანმა, არაფერი ესმოდა თავდაცვის, მართლაც რომ "ტეტია" იყო.
უბედურება მაშინ დაიწყო, როცა ყველაზე გამოცდილმა, ჭკვიანმა გენერლებმა დატოვეს ეს სამინისტრო, დავით თევზაძის მეთაურობით! ოქრუაშვილმა მიზანმიმართულად გაათავისუფლა ყველა ის ოფიცერი, რომელსაც შეეძლო დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილებები, ასევე მიზანმიმართულად გაანადგურა დაზვერვა. არგუმენტად კი ის ქონდა, ამერიკელები ყველაფერს გვეტყვიანო. 2005 წელს საქართველოში ოქრუაშვილი თავად შეხვდა მალულად იგორ გიორგაძეს და რა იყო იცით ყველაზე მტკივნეული და დამამცირებელი? იმის გაცნობიერება, რომ რუსული ძალები ვისაც მთელი ცხოვრება ებრძვი, ხელფასს იმაში გიხდიან, რომ ისინი გამოავლინო და შეატყობინო ზემდგომებს, ხვდებიან შენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრს . ოქრუაშვილი, რომელიც დანიშნეს თავის დროზე პოლიტიკური ნიშნით თანამდებობაზე და არა განათლებით, აღმოჩნდა ადამიანი რომელიც ტერორისტებს ხვდებოდა თავის ქვეყანაში და შედიოდა გარიგებებში. ამის შესახებ სხვათაშორის ვაცნობე გივი თარგამაძეს მაგრამ უაზრო წყლის ნაყვა იყო.


– ყველაზე მეტად ვის აწყობდა თქვანი მოცილება?
– რუსების ინტერესესების გამტარებლები საქართველოში იყვნენ ჩემი ყველაზე დიდი მტრები, სწორედ ეს მივწერე გივი თარგამაძეს. მხოლოდ ჩუმად კი არ ვაფიქსირებდი ჩემ პოზიციას, ყოველთვის ღიად გამოვხატავდი დამოკიდებულებას, ამიტომ პრინციპულად და ხმამაღლა ვამბობდი, რომ დედას ვუტირებდი ნებისმიერ ქართველს, ვინც ქართველის სისხლის დასაღვრელათ ძალას გამოიყენებდა.


ახლა რომ უკვირთ გენშტაბის უფროსი დააკავესო, ვინც დამნაშავეა ყველამ პასუხი უნდა აგოს, მაგრამ მხოლოდ იმ ბრალდებით კი არა რაც ახლა წაუყენას, აგვისტოს ომის, უფრო სწორედ სპექტაკლის დროს, კალანდაძე ხელმძღვანელობდა ბრიგადას რომელმაც ყველაზე მეტი ზარალი განიცადა, ტექნიკა დაკარგა, მეთაური დაიჭრა და ამით გმირი გახდა?! ეს წარმოუდგენელია! რას ნიშნავს ბევრი დაკარგა და ამიტომაა ყველაზე მაგარი მეთაური?! ეს ელემენტარული უვიცობაა. თუ ბევრი დაკარგა ე.ი. შეცდომა ჰქონდა ყველაზე მეტი ბრძოლის ტაქტიკის დაგეგმვისა და განხორციელების დროს. სამხედრო ანალიტიკოსებმა აუცილებლად უნდა შეისწავლონ ეს საქმე.
საერთოდ, თავდაცვის სფეროში რევოლუციის შემდეგ დაწყებული ქაოსი არის აუცილებლად გამოსაძიებელი თემა, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მომავალი კეთილდღეობისთვის აუცილებლად უნდა გაირკვეს ვინაა ნამდვილი გმირი და ვინ ანტიგმირი. ყველა ვინც მიზანმიმართულად გაანადგურა ქვეყნის თავდაცვა, უნდა გამოვლინდეს რადგან წაგებული ომის შემოქმედებმა პასუხი აუცილებლად უნდა აგონ საზოგადოების წინაშე!

მაკა დეკანოსიძე

გაზეთი "ქართული სიტყვა"





1
5507
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
5507
  
2012, 17 ნოემბერი, 14:25
თქვენნაირ პატრიოტებს ფასი არააქვთ ჩვენს ქვეყანაში და იმედი მაქვს ამას ახალი მთავრობა გამოასწორებს
0 1 1