x
image
კიხოდი
სტივ ჰენქსი

image"იმედი მაქვს, ჩემი ნამუშევრებს მოაქვს კომფორტი, სიამოვნება და ის რისთვისაც ხალხი ცხოვრებს." ეს არის ერთ - ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი მხატვრების სტივ ჰენქსის სიტყვები.სტივი დაიბადა სან დიეგო (კალიფორნია, აშშ) 1949 წელს.მთელი ბავშვობა მან გაატარა ოკეანის სანაპიროსთან.ხოლო როდესაც სკოლის ასაკის იყო ოჯახი საცხოვრებლად მეხიკოში გადავიდა.სტივმა ჩააბარა უმაღლეს სკოლაში, სამხატრო აკადენმიაში (სან ფრანცისკოში), უმაღლესი წარჩინებით დაამთავრა. 1976 წელს, მან დაიწყო მუშაობა დიზაინერად Campfire Girls ბანაში მეხიკოში.რამდენიმე წლის განმავლობაში ჰენკსი ატარებდა ექსპერიმენტებს, ხატავდა სხვადასხვა ტექნიკით: საღებავებით, ზეთებით, ფანქრით, ასევე აკრილის საღებავებით.მან ნელ-ნელა და თანმიმდევრულად შექმნა საკუთარი სტილი, რომელსაც მხატვარი უწოდებს:"ემოციურ რეალიზმს".ხშირად ის ხატავს ადამიანებს და ეს არ არის მხოლოდ პორტრეტები, ნამუშევრები გაფორმებულია რთული კომპოზიციებით, რომლებიც სურათის ემოციურ ფონს აორმაგებს.ამ მიმდინარეობას რასაც ის ხატავს ქვია watercolorists, ბევრი კრიტიკოსი აღიარებს რომ სტივი არის ერთ ერთი საუკეთესო თანამედროვე watercolorists. მან მოიღო მრავალი ჯილდო და პრიზი.მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 1994 წლიდან 1996 წლამდე ითვლებოდა საუკეთესო მხატვრად.170-ზე მეტი ფერწერული ნამუშევარი შედის მის წიგნში, რომელიც აღიარებულია კრიტიკოსების მიერ.
მის შემოქმედებიდან მოდის ღრმა შიდა გრძნობები, თვალიერებისას თქვენ იხსენებთ საკუთარ განვლილ ცხოვრებას, ავლებთ პარალელებს ნახატზე აღბეჭდილი იმპულზების გავლენით და პოულობთ უამრავ საერთოს საკუთარ თავთან, ამით მხატვაი ახერებს თქვენს ამოცნობას.ჰენკსი ამბობს რომ მას მხატვრობის უდიდეს დანიშნულებად ემოციის გაღვივება მიაჩნია ადამიანში და ამიტომ მისი სურვილი მხოლოდ ის არის რომ ნამუშევრებში რეალისთური ხერხებით შექმნილ კომპოზიჩიებში დავინახოთ საკუთარი თავი.მართლაც, სტივის ფერწერა ხშირად წააგავს ფოტოსურათებს. ყველა მისი ნაწარმოები არის წარმოუდგენლად რეალისტური.იმდენად რეალისტურიც კი რომ ჩენ გვიჩნდება ეჭვები რომ ეს არ არის ნამდვილი პერწერა და უბრალოდ სურათებია photoshop-ით გაკეთებული, თუმცა ჰენკსი ნამდვილად ფუნჯით და საღებავებით, აკვარელით მუშაობს.მის პორტრეთებს ახასიათებთ სულიერი სიმდიდრე და უდანაშაულო თვალები, რაც დიდი ემოციებს აღძრავს ჩვენში.ის აგიარებს რომ ხშირად მის ნახატებში გადაჭარბებით არის მზის შუქი და სინათლე, თუმცა ამბობს იმასაც რომ ამ ხერხით ახერხებს დადებითი განწყობის შქმნას.
ამჟამად მხატვრი მეუღლესთან და სამი შვილთან ერთად ცხოვრობს ALBUQUERQUE, New Mexico-ში.

imageimageimageimageimageimage





0
42
3-ს მოსწონს
ავტორი:კიხოდი
კიხოდი
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0