სხვა ბლიც ინტერვიუ გიორგი ქისტაურთან 2012, 15 ნოემბერი, 23:53 მე ვარ - გიორგი ქისტაური
ადრე ვფიქრობდი - რომ გავმხდარიყავი ექიმი, მსახიობი, მხატვარი, მომღერალი, ვყოფილიყავი მილიონერი და მქონოდა "უთვალავი" ფული. არასოდეს - დავიმცირებ თავს მითუმეტეს მტრის წინაშე. არასოდეს წავართმევ გაჭირვებულს, არასოდეს შევეცდები ვინმეს ზიანი მივაყენო, არასოდეს დავნებდები !!! მიყვარს - როცა ვლიდერობ და გამომდის, მიყვარს როდესაც დათქმულ მიზანს ვაღწევ, მიყვარს მეგობრებთან ერთად თავისუფალი დროის გატარება, მიყვარს სიმღერა და მიყვარს არტი. შემიძლია - ადამიანის დამორჩილება თავისუფლად, შემიძლია ნებისმიერი ტიპის ადამიანის აყოლიება, მეგობრებთან კარგი ურთიერთობის დამყარება და უცხოებთან საერთო ენის გამონახვა. არ შემიძლია - მხოლოდ შეუძლებელი. ვგრძნობ - დიდ სიძულვილს ხალხისაგან და სიცივეს, ასევე ვგრძნობ სითბოსა და კარგ დამოკიდებულებას, ვგრძნობ დიდ მომავალსა და კარგ ცხოვრებას. არ მაინტერესებს - სხვისი მოსაზრება ჩემზე, არ მაინტერესებს ხალხის დამოკიდებულება ჩემს საქციელზე. ვფიქრობ - სამომავლო გეგმებზე, ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე, თითოეულ წუთსა და წამზე. მინდა - ვიყო ცნობილი, ყველამ იცოდეს ჩემ შესახებ, ყველგან ჩემი სახელი და გვარი ისმოდეს, მინდა ქუჩაში გავლისას ხალხი კარგი თვალით მიყურებდეს, არავინ იყოს ჩემზე ნაწყენი, მინდა ყველაფერი კარგად იყოს. განვიცდი - დღევანდელობას, ხალხის დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი, განვიცდი ჩემს თითოეულ უქმად დაკარგულ წუთს. ვტირი - მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე. მეცინება - ინტერნეტ სივრცეში ჩემს შემოქმედებასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებზე. მენატრება - ბავშვობა, თითოეული ბედნიერად გატარებული დღე, მენატრებიან ძველი მეგობრები. მეზიზღება - "ჯეიბი სთაილ" თინეიჯერი ბიჭები, ჭორიკანა და შურიანი ხალხი, მეზიზღება დღევანდელობა. ვვარჯიშობ - მარჯვენა ხელი და მისი ჯანი )))) ვეჭვიანობ - საკუთარ მეზე მხოლოდ. ვნანობ - .. მე არაფერს ვნანობ, ყველაფერს დაფიქრებით ვაკეთებ. ვამაყობ - საკუთარი თავით, რადგან ჩემი ერთ-ერთი ოცნება ამისრულდა და ჩემი სახელი დღეს ბევრმა თუ ცოტამ იცის. ვხარჯავ - ბევრ დროს ონლაინში. გულს მტკენს - მოუთმენლობა, უკმარისობა, ყველაფერი ცუდი. მსიამოვნებს - უმმმ.. ბევრი რამ მსიამოვნებს, მსიამოვნებს გართობა, მსიამოვნებს პოპულარობა პირველ რიგში, მსიამოვნებს ადამიანების დახმარება. საუკეთესო რაც მაქვს - ჩემი მშობლები, ჩემი თავი და შენ - მკითხველი. 2451 3-ს მოსწონს
|