სხვა რა ამუშავებს ვენებს? 2012, 15 ნოემბერი, 22:23 ![]() ![]() რისკფაქტორები მოიცავს: გენეტიკას:თუ დედას ვენები აწუხებს, ქალიშვილს მეტად ემუქრება იმავე პრობლემის გაჩენის საფრთხე. ორსულობას:ჰორმონული ცვლილებები, საშვილოსნოს ზეწოლა და სისხლის მოცულობის გაზრდა ვარიკოზულ ვენებს ორსულობის თანმხლებ პათოლოგიად აქცევს. ასაკი:წლების მატებასთან ერთად ვენების დაზიანების საფრთხეც იმატებს. სიმსუქნე:ჭარბი კილოგრამები ვენებზე დამატებით ზეწოლას ახდენს. პროფესია:თუ თქვენი სამუშაო საათობით ფეხზე დგომას მოითხოვს(მაგალითად, ხართ ქირურგი, მასწავლებელი, ბალერინა, პარიკმახერი...), ვენების ვარიკოზის მეტი საფრთხე გემუქრებათ. ![]() თავიდან ავიცილოთ ნუ გააზარმაცებთ ფეხებს:თუ დიდხანს გიწევთ ჯდომა ან დგომა, ეცადეთ, საათში ერთხელ ცოტა გაიარ-გამოიაროთ.თუ ამასაც ვერ ახერხებთ, ხშირად იცვალეთ ფეხების მდგომარეობა, აბრუნეთ ტერფები, იარეთ ადგილზე ან 10-25 -ჯერ აიწიეთ ფეხის წვერებზე.ერიდეთ ფეხის ფეხზე გადადებას. ერიდეთ ცხელ აბაზანებს, საუნას:მაინცდამაინც ნურც გარუჯვა გაგიტაცებთ.ზედმეტი სითბო ვენებს ემტერება, ფეხის კუნთებს ადუნებს და სისხლის შეგუბებას უწყობს ხელს.თბილი შხაპისა და აბაზანის შემდეგ ფეხებს გრილი წყლის ჭავლი მიუშვირეთ. აკონტროლეთ წონა:ზედმეტი კილოგრამები ქვედა კიდურების სისხლძარღვებისთვის ნამდვილი გამოცდაა, რასაც საბოლოოდ ვენური წნევის მატებამდე და ვარიკოზამდე მივყავართ. მისდიეთ სპორტის შესაფერის სახეობას:ვენებისთვის საუკეთესოა ცურვა, სიარული, ველოსიპედით სეირნობა.უარი თქვით ლიფტზე და სასურველ სართულამდე ფეხით აბრძანდით.სპორტის ისეთი სახეობები როგორებიც არის ჩოგბურთი, ფეხბურთი, კალათბურთი და ძალოსნობა, ვენებს არამც და არამც არ არგებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმელს: ვენებს არც მაღალქუსლიანები უყვართ და არც სულმთლად უქუსლო.საუკეთესო ვარიანტი 4-სანტიმეტრიანი ქუსლია.შინიდან გასვლისას სპორტულ ფეხსაცმელებში გამოეწყვეთ. 388 12-ს მოსწონს
|