x
image
თეო777
ჩემი აზრით ,საუკეთესო საუნდტრეკების შემქმნელი კომპოზიტორია(არა მარტო ჩემი აზრით)

imageალბათ, ბევრი დამეთანხმებით, რომ ფილმ "ნათლიის" (Godhfather) საუნდტრეკი ერთ-ერთი საუკეთესოა ფილმების საუნდტრეკებს შორის, არის კიდევ ფილმები რომლთა კინო-მუსიკაც მსგავსად ამ ფილმისა საუკეთესოა და მათი მოსმენა უემოციოდ შეუძლებელია. მაგალითად "რომეო და ჯულეტას" საუნდტრეკი. ძალიან საინტერესოა ვინ წერდა ასეთ გამორჩეულ კინო-მუსიკას? ამ უმშვენიერესი საუნდტრეკების და კიდევ მრავალი სხვა ფილმების, რომელთა ჩამოთვლასაც აღარ მოვყვები მუსიკის ავტორი გენიალური კომპოზიტორი ნინო როტაა.

ნინო როტა — იტალიელი კომპოზიტორი, წერდა კინო-მუსიკას. უმუშავია სხვადასხვა ცნობილ რეჟისორებთან, მათ შორის ფედერიკო ფელინი, ლუკინო ვისკონტი, ფრენსის ფორდ კოპოლა. მისი ნამუშევრებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია საუნდტრეკები კოპოლას ტრილოგიიდან ნათლიმამა.
თავისი ხანგძლივი კარიერის განმავლობაში როტა არაჩვეულებრივად ნაყოფიერი კომპოზიტორი გამოდგა. მან დაწერა 150-ზე მეტი საუნდტრეკი იტალიური და სხვა ფილმებისათვის 1930-იანი წლებიდან დაწყებული გარდაცვალებამდე – 1979 წლამდე. 46-წლიან პერიოდში, საშუალოდ ის ყოველწლიურად სამ საუნდტრეკს წერდა, ხოლო ყველაზე ნაყოფიერ პერიოდში – გვიანი 1940-იანი წლებიდან შუა 1950-იან წლებამდე – საშუალოდ ათ საუნდტრეკს. კარიერის განმავლობაში მას ასევე დადგმული აქვს ათი ოპერა, 5 ბალეტი და სხვ. დაწერილია აქვს მუსიკა თეატრებისთვისაც.

1
42
4-ს მოსწონს
ავტორი:თეო777
თეო777
42
  
2012, 16 ნოემბერი, 0:08
გეთანხმები,რომეო და ჯულიეტას მელოდია არასოდეს მოკვდება
0 1 1