კინო რა ხდება ლევან ჯიბღაშვილსა და ნინო გაჩეჩილაძეს შორის 2012, 20 ოქტომბერი, 16:52 დაბნეული და რომანტიკოსი კატოსა და მექალთანე ზუკას სამსახურებრივი რომანის დაწყების შემდეგ ქალაქში მაშინვე აგორდა სხვადასხვა ჭორები იმის შესახებ თითქოსდა ეს ამბავი მარტო სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარი არ ყოფილიყო და მათ სასიყვარულო ურთიერთობა მართლა ჰქონდათ, მაგრამ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება, კატოს გმირი ნინო გაჩეჩილაძე ამბობს : ჩვენი ურთიერთობა მეგობრობას არ გასცდება, იდეშიც არ დავუშვებ ამას, ლევანი მხიარული ბიჭია, სულ კარგ ხასიათზეა თუ დაინახავს რომ მოწყენილი ვარ ცდილობს გამამხიარულოს. სერიალის პირველი სეზონი იმით დასრულდა რომ ზუკა და კატო ერთმანეთს დაშორდნენ, (ეს ასეც უნდა ყოფილიყო). დღეს, ახალი სეზონი იწყება და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და ვინ შეეცდება კატოს გულის დაპყრობას. 1336 შეფასება არ არის
|