1952 წლის 17 სექტემბერს ჩარლი ჩაპლინი
ლონდონში, "რამპის ჩირაღდნების" პრემიერაზე გაემგზავრა და
ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ როგორც კი ამერიკის საზღვრებს
დატოვებდა, სამუდამოდ აეკრძალებოდა იმ ქვეყანაში
დაბრუნება, რომლის კინოსაც მთელი თავისი სიცოცხლე, ნიჭი,
ადამიანების გამხიარულების უნარი შეალია.ამერიკაში ჩასვლის
უფლება ჩარლი ჩაპლინს გარდაცვალებამდე ხუთი წლით ადრე მისცეს, როდესაც
ამერიკის კინოაკადემიამ საპატიო "ოსკარი" გადასცა, 1977 წლის 25 დეკემბერს
კი 89 წლის ასაკში ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.(თემო)