საზოგადოება 25 წლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, ჯარისკაცმა სქესის შეცვლა გადაწყვიტა 2012, 14 ნოემბერი, 23:17 47წლის რიგითმა რასელ ჯექსონმა, რომელიც სამეფო პოლკში მსახურობდა, გადაწყვიტა თავისი ცხოვრება რადიკალურად შეეცვალა. მისი ბავშვობის ოცნება ქალად ყოფნა იყო და მან ეს სურვილი აიხდინა. მრავალი ქირურგიული ჩარევის შედეგად სქესი შეიცვალა. ყოფილი ჯარისკაცის თქმით, იგი სამხედრო სამსახურში 25 წელი მოღვაწეობდა. თავისი სქესით უკმაყოფილოს სურდა, რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენელი ყოფილიყო. ჯარისკაცი თავის სურვილს მკაცრად ებრძოდა და გადაწყვიტა სამხედრო სამსახურში ემსახურა, სადაც მან 16 წელი დაჰყო. ჩრდილოეთ ირლანდიაში მსახურების დროს, როდესაც მეგობრები მის თვალწინ იღუპებოდნენ, მან ბევრი ემოციური სტრესი გადაიტანა. ;20 წლის შემდეგ მე მივხვდი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი და სამხედრო ბაზა დავტოვე, რათა გავმხდარიყავი ის, ვინც შინაგანად ვიყავი, -განაცხადა ჯექსონმა. 2011 წელს ექიმებმა ბოლო ქირურგიული ოპერაცია ჩამიტარეს, სქესის შეცვლასთან დაკავშირებით. 6300 დოლარი გადავიხადე მკერდის იმპლანტში. მანამდე დიდი ხნით ადრე კი ჰორმონებს ვსვამდი, რათა ჩემი სხეული გარეგნულად შეცვლილიყო; მისი ახლობლები შოკირებულნი იყვნენ ამ ფაქტის გამო, რადგან ჯექსონისგან, ამ სურვილის შესახებ, არაფერი გაუგიათ. მალე ჯექსონის ოჯახი ამ ფაქტს შეეგუა და იგი მიიღეს, როგორც ქალი სახელად ჯენი. ;მე დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი სამსახურს მაგრამ ყველა ალმაცერად მიყურებდა;-განაცხადა ;ახლად გამომცხვარმა; ქალბატონმა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, გაახსენდა თავისი გატაცება და დაიწყო საბურავებით ვაჭრობა. სქესის შეცვლის შემდეგ, ჯენი ჯექსონმა თქვა, რომ იგი ძალიან ბედნიერი ადამიანია. უახლოეს მომავალში კი ოჯახის შექმნას გეგმავს და დედად გახდომის, დიდი სურვილი აქვს. 385 11-ს მოსწონს
|