საბუნებისმეტყველო როგორ ახერხებდნენ დინოზავრები სექსს 2012, 14 ნოემბერი, 17:42 ამ თემაზე სტატია პირველად ჩარლიუსმა დაწერა ქართულ ბლოგოსფეროში და დიდი პოპულარობაც ჰპოვა მისმა ხელნაწერმა. შემდეგ მეც დავწერე ჩემს პირად ბლოგზე ჩარლიუსის მიხედვით სტატია. ეხლა კი გადავწყვიტე ინტერმედიაზეც დამეწერა ოღონდ ცოტა განსხვავებულათ და მარტივად.
მოკლედ, მეცნიერებს რომ სამუშაო არ მოაკლდებათ იცით ეგ მაგრამ, არსებობენ ისეთი მეცნიერებიც რომელთაც აინტერესებთ არა მნიშვნელოვანი თემები როგორებიცაა ადამიანის წარმოშობა, სამყაროს შექმნა ან დიდი აფეთქება, არამედ ისეთი თემები როგორიცაა მაგალითად "როგორ ახერხებდნენ დინოზავრები სექსს." ალბათ გაგიკვირდებათ მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდხანს ყოყმანობდნენ თუ დაობდნენ მეცნიერები და თქვენ წარმოიდგინეთ სატელევიზიო დებატებშიც კი იწვევდნენ ერთმანეთს. არ ვიცი ეს რეიტინგისთვის იყო საჭირო თუ რისთვის მაგრამ ტელევიზიებიც არ იყვნენ ამგვარ დებატების გამართვის უარზე. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო დავუბრუნდეთ თავად დინოზავრებს. საინტერესოა მართლაც როგორ ახერხებდნენ შეწყვილებას 30 ტონიანი გიგანტი ცხოველები. აღსანიშნავია რომ 30 ტონიანი ცხოველების სასქესო ორგანო 3 - 3, 5 მეტრს შეადგენდა. მეცნიერები საბოლოოდ შეთანხმდნენ რომ დინოზავრებს არ უყვარდათ მრავალფერეოვნება და ყველაფერი ყოველთვის ერთ პოზაში ხდებოდა. დადგინდა რომ რაც არ უნდა მოენდომებინათ დინოზავრებს ფიზიკურად წარმოუდგენელი იქნებოდა მათი შეწყვილება ხმელეთზე. დარჩა ორი ვარიანტი წყალი და ჰაერი. მეცნიერებმა ჰაერი მარტივად გამორიცხეს და დარჩა წყალი. საბოლოო პასუხი მეცნიერების უმრავლესობისა იყო რომ დინოზავრები წყალში წყვილდებოდნენ. ამ მოსაზრებას "მცირე მეცნიერთა კავშირი" არ ეთანხმება და არგუმენტად მოჰყავთ ის ფაქტორი რომ დინოზავრები სახლობდნენ ისეთ ადგილებში სადაც წყლის დიდი მასა არ არსებობდა. უწყლო ადგილას დინოზავრების სახლობა მარტივად ახსნა მეცნიერთა უმრავლესობამ. მათ განაცხადეს რომ, როგორც ფრინველები დღეს ზამთრის დადგომასთან ერთად განიცდიან მიგრაციას ასევე იყო დინოზავრებშიც ერთი განსხვავებით. დინოზავრები წლის რომელიმე დროს (სავარაუდოდ გაზაფხულზე) გადაადგილდებოდნენ ზღვებისკენ ან ოკეანეებისკენ რათა შეწყვილებულიყვნენ. ამ გამოკვლევის მერე მეცნიერთა ერთ ნაწილს გაუჩნდა კითხვა: "იქნებ დინოზავრები კი არ გაიყინენ ან დაიხჩვნენ, არამედ წყალი გაიყინა და ამის შედეგად ისინი უბრალოდ ვეღარ გამრავლდნენ." გთავაზობთ გრაფიკულ სურათებს: 330 6-ს მოსწონს
|