x
image
Guns N Roses
ქალაქი მოჩვენება - "Humberstone ghost"

imageმიტოვებული ქალაქი მოჩვენება ( Humberstone ghost ) აღიარებულია, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქი. 2005 წელს იუნესკომ ეს ქალაქი-მოჩვენება შეიყვანა მსოფლიო მემკვიდრეობაში და აღიარა, როგორც "მუზეუმი ღია ცის ქვეშ". ყველაფერი ეს დაიწყო იქიდან, რომ მოსახლეობას ეშინოდა შიმშილით სიკვდილის და მეცნიერებს მოუწოდებდნენ, როგორმე გადაეწყვიტათ ნიადაგის ნაყოფიერების საკითხი. მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, ცხადი გახდა, რომ მცენარე აზოტს ღებულობდა არა ჰაერიდან არამედ მიწიდან და მოსახლეობას როგორმე უნდა გადაექციათ ეს მიწა ბაღებად. გამოსავალი იყო ნიტრატი, რომლითაც საუკუნეთა განმავლობაში აკეთებდნენ დენთის. მაგრამ ეს ყველაფერი იყო ძვირი სანამ ჩილესა და პერუს საზღვარზე არ აღმოაჩინეს ნაღმები. უდაბნო ატაკამაში, ჩილეში აღმოჩენილი იქნა მეტრიანი სისქის ნიტრატის სელიტრები, ამის მიზეზი ისაა, რომ უდაბნოში არასდროს არ წვიმს. ნიტრატის ბუმი გასული საუკუნის ოქროს ცხელების მსგავსი იყო. ითვლებოდა, რომ სელიტრის მარაგი ჩილეში აღემატებოდა 90 მილიონ ტონას. ამ მარაგის გამოლევამ არ მიიყვანა სიკეთემდე ჩილელები. 1958 წელს მარაგის გამოლევის გამო უმუშევარი დარჩა 3000 მოსახლე. ქალაქი "Humberstone"-ი დაცარიელდა. აყვავების "პიკს" ქალაქმა "Humberstone"-მა მიაღწია 1930-1940 წლებში.

1
514
14-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
514
  
2019, 4 თებერვალი, 17:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1