x
image
nukrichanturia
დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით
იმუნური და საჭმლის მომნელებელი სისტემების მოსაწესრიგებლად ადამიანმა უნდა მიიღოს მხოლოდ ის პროდუქტები, რომლებიც მის სისხლის ჯგუფს შეესაბამება, ანუ მარტივად, რომ ვთქვათ, ჭამოს ის, რითაც მისი წინაპრები იკვებებოდნენ. ნებისმიერი უცხო საკვები ცილების სისხლის უჯრედებთან "შეწებებას" უწყობს ხელს და ორგანიზმში გროვდება. მაგალითად, ყველაზე ძველი, პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებმა დიდი რაოდენობით ცხოველური ცხიმი უნდა მიიღონ. პურზე, მაკარონსა და რძის პროდუქტებზე კი უარი უნდა თქვან.

მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს "მიწათმოქმედები" შეარქვეს, მათთვის რეკომენდირებულია ვეგეტარიანული საკვები.

მათ, ვისაც მესამე ჯგუფის სისხლი აქვთ, ანუ "მომთაბარეები" არიან, რაციონიდან უნდა გამორიცხონ სპია, ქათმის ხორცი, მზესუმზირის ზეთი, პომიდორი და ბროწეული. სამაგიეროდ თამამად შეუძლიათ მიირთვან რძის პროდუქტები, თევზი, ცხვრისა და კურდღლის ხორცი, სელის ზეთი.

რაციონიდან სისხლთან შეუთავსებელი პროდუქტების ამოღება ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე შლაკების გამოდევნას, რაც აუმჯობესებს შინაგანი ორგანოების მუშაობას, სხეული კი უმტკივნეულოდ კარგავს ზედმეტ წონას. გახდომის ეს მეთოდი მხოლოდ ჯანმრთელი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.








image

0
819
4-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
819
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0