კულტურა არსება სხვა განზომილებიდან 2012, 12 ნოემბერი, 19:16 ალბათ ყველას გინახიათ ეს გოგონა "ცოცხალი ბარბი". თავისი უცნაური გარეგნობა მან ასე ახსნა: "არავისათვის საიდუმლო არ არის, რომ მე ვარ არსება რომელიც ამ პლანეტაზე სხვა განზომილებიდან მოვიდა". ინტერნეტ-ღვთაება ოდესელი ვალერია ლუკიანოვა გახდა ამერიკული ტაბლოდის V magazine-ის ფეშენ-ფოტოსესიის გმირი. "ცოცხალი თოჯინას" შესახებ ინფორმაცია მალევე გავრცელდა ინტერნეტში და დღეს მასზე უკვე Huffington Post და Daily Mail წერენ. ისინი თავიდან ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ ასეთი გოგონა სინამდვილეში არსებობს. მაგრამ როგორც გაირკვა გოგონა ნამდვილად არსებობს, და გამოიყურება მართლაც, როგორც "სხვა სამყაროდან მოსული" რაშიც დაგვარწმუნა ფოტოგრაფმა სებასტიან ფაენამ, რომელმაც ჩაატარა ფოტოსესია V magazine-სთვის. 1319 12-ს მოსწონს
|