კულტურა არქეოლოგებმა მონა ლიზას ჩონჩხი იპოვეს 2012, 19 ივლისი, 11:55 არქეოლოგებმა იპოვეს ჩონჩხი ფლორენციის ერთ-ერთი მონასტრის იატაკის ქვეშ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნახატის "მონა ლიზას" საიდულო ამოხსნეს.
ჩონჩხი ეკუთვნის ლიზა ჯერარდინის, რომელიც არქეოლოგთა აზრით პოზირებდა ლეონადრო და ვინჩისათვის.
ლიზა ჯერერდინი მდიდარი აბრეშუმით მოვაჭრე ფერნანდო დელ ჯოკონდოს მეუღლე იყო. იტალიაში მონა ლიზა ცნობილია, როგორც ჯოკონდა. თანამედროვე ისტორიკოსთა უმეტესობა თვლის, რომ ლეონარდო და ვინჩის ტილოზე გამოსახული ქალბატონი სწორედ ლიზა დელ ჯოკონდოა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა ქმრის გარდაცვალების შემდეგ. ლიზა გარდაიცვალა მონასტერში 1542 წლის 15 ივლისს, 63 წლის ასაკში. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გათხრები წმინდა ურსულას მიტოვებულ მონასტერში გასულ წელს დაიწყო. მათ მალევე იპოვეს სამარხი, რომელშიც მათი აზრით ლიზა ჯერარდინი უნდა ყოფილიყო დასვენებული. მათ აღმოაჩინეს თავის ქალა, რომელიც ქალს ეკუთვნოდა. თავის ქალა და ადამიანის სხეულის სხვა ფრაგმენტები არქეოლოგებმა იატაკიდან 1.5 მეტრის სიღრმეში იპოვეს. ადამიანთა დასაფლავება საკულტო შენობებში წინათ საკმაოდ პოპულარული იყო. მაშინ გათხრების წარმოება შეჩერდა დაფინანსების სიმცირის გამო, თუმცა წინა თვეში არქეოლოგებმა ისევ განაახლეს გათხრები. ამ კვირაში ნაპოვნი იქნა ადამიანის ჩონჩხი. ჩონჩხს ჩაუტარდება ექსპერტიზა რაც დაადგენს შეესაბამება თუ არა ის წინა წელს ნაპოვნ თავის ქალას. ამის შემდეგ მეცნიერები შეადარებენ ლიზასა და იქვე დასვენებული მისი ორი შვილის ნეშტების დნმ-ს. მას შემდეგ რაც მეცნიერები დარწმუნდებიან, რომ ჩონჩხი ნამდვილად ლიზა ჯერარდინის ეკუთვნის ისინი შეეცდებიან კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუალებით აღადგინონ მისი სახე და შეადარებენ და ვინჩის მიერ 500 წლის წინ დახატულ სურათს. შესაძლოა ერთხელ და სამუდამოდ მოხერხდეს ჯოკონდას ღიმილის საიდუმლოს ამოხსნა. ლეონარდო და ვინჩიმ პორტრეტის ხატვა 1503 ან 1504 წელს დაიწყო და 1519 წელს დაასრულა. 1469 9-ს მოსწონს
|