კულტურა ვეფხვების მონასტერი 2013, 26 იანვარი, 10:10 ტაილანდში მდებარე ვეფხვების მონასტრის ბერები ვეფხვების გვერდით ცხოვრობენ. ერთხელ ბერებმა ვეფხვების მონასტრიდან (ვატ ლა ლუანგტა ბუა იანასამპანო) შეიფარეს რამოდენიმე ვეფხვის კნუტი. პატარების დედა ბრაკონიერებმა მოკლეს. მალე აქ კიდევ 17 გარეული კატა აღმოჩნდა, 2011 წლისათვის კი მათმა რიცხვმა 85 მიაღწია. მონასტრის მთავრის აზრით ვეფხვები წინა ცხოვრებაში ბერები იყვნენ, ამიტომ უნიკალურ მონასტერში ვეფხვებს ძალიან კარგად უვლიან. ძირითადად მტაცებლებს მოხარშულ ქათამს აჭმევენ, რომ მათ სისხლის სუნი არ იგრძნონ. ამის გამო ვეფხვები ძალიან თვინიერად იქცევიან და ადამიანებს მოფერების საშუალებასაც აძლევენ. ყოველ დღე მონასტერში სამასამდე ადამიანი ამოდის და მათ საშუალება აქვთ ვეფხვებს გაეთამაშონ. მათ შეუძლიათ აჭამონ კნუტებს ბოთლიდან, ეთამაშონ დიდ ვეფხვებს, იბანაონ მათთან ერთად და სხვა. ბილეთების გაყიდვიდან მიღებულ თანხებს ვეფხვებისათვის საკვების შესაძენად იყენებენ, ასევე ბერები აშენებენ ნაკრძალს სადაც ვეფხვებს შეუძლით იცხოვრონ. 64 8-ს მოსწონს
|