ფილოსოფია ფილოსოფიური ფრაზები 2012, 11 ნოემბერი, 14:06 1.ადამიანს ყველაფერი ბეზრდება ადრეთუგვიან, ზოგს საკუთარი თავიც კი. 2.სანამ ჩვენ ვართ, სიკვდილი არ არის;როცა სიკვდილი მოვა, ჩვენ არ ვიქნებით. 3.გულადი კაცი ის კი არ არის, ვინც მტერს იმორჩილებს, არამედ, ის ვინც საკუთარ სურვილებს იმორჩილებს. 4.ზოგი კაცი ქალაქთა მბრძანებელია და ამავე დროს ქალების მონა-მორჩილი. 5.“იმედი უბედურთა მეორე სულია" 6.“მარტო სიმართლეს უყურებთ?მაშასადამე უსამართლოდ სჯით" 7.ყველა კაცი თავის თავს თვითონ იკლავს. 8.სიკეთე სესხი არ არის, რომ მევალეს დათქმულ ვადაზე დაუბრუნო.სიკეთე სინათლეა, სინათლე კი წონით და თვალით არ იზომება, რომ იგივე ოდენობით მიუთვალო მას ვინც ის გასცა. 9.ამქვეყანაზე არაფერია სრულყოფილი გარდა უბედურებისა. 10.“დემოკრატია ყველაზე ცუდი მმართველობის ფორმაა თუ დანარჩენებს არ ჩავთვლით" (ეს სიტყვები ეკუთვნის ჩერჩილს). 11.სიმამაცე კარგად დამალული შიშია. 12.ციხე ვერ ასწორებს დამნაშავეს და მხოლოდ ასწავლის, როგორ ჩაიდინოს ახალი დანაშაული. 13.სანამ ცოლს მოიყვან დაფიქრდი მას ხო არ მოყავხარ(პირადად ჩემი დაწერილია). 14.კაცმა რომ იცოდეს ქალი რას ფიქრობს, მაინც არ დაიჯერებდა. 15.“ადამიანი თავის შეცდომებს აგროვებს და მერე ბედისწერას არქმევს". 16."დედამიწას სიყვარული ატრიალებს" (გურამ დოჩანაშვილი). 1661 4-ს მოსწონს
|