სხვა კვების ფსიქოლოგია, სიმსუქნე და დიეტა 2012, 10 ნოემბერი, 21:12 მხოლოდ მაშინ მიირთმევთ როცა გშიათ? თქვენი პასუხი იქნება რა თქმა უნდა არა ! თუ გადახედავთ უკანასკნელ 2 დღეს, შესაძლოა, გაიხსენოთ რამდენიმე შემთხვევა, როცა თქვენ მიერ საკვების მიღებას ცოტა რამ ჰქონდა საერთო შიმშილთან. ხშირად ადამიანები მისაღებ საკვებს სოციალური თუ კულტურული ნორმების გათვალისწინებით ირჩევენ, შეიძლება უბრალოდ ჩაუარეთ მაცივარს და მოგინდათ რამე გემრიელი, მსუბუქი მიგერთვათ, ეს ქცევები გვიჩვენებს, რატომ არ არის საკვების მიღება მხოლოდ ფიზიოლოგიურ სიგნალებზე რეაგირება.
რატომ სუქდება ზოგიერთი ადამიანი?პასუხი ნაწილობრივ ბუნებაში და აღზრდაში უნდა ვეძებოთ. ზოგიერთი ადამიანი გენეტიკურად არის მიდრეკილი სიმსუქნისკენ. ბიოლოგიის გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რას და როგორ ფიქრობს ადამიანი საკვებზე.
არსებობს მოსაზრება, რომ როცა საკვები ხელმისაწვდომი და ხილულია, მსუქანი ადამიანი უარს ამბობს მათ მიღებაზე, თუმცა ყველა ჭარბწონიანი ადამიანი ფსიქოლოგიურად ერთნაირად არ აღიქვამს, თუ რითი და როგორ იკვებება.
ბევრი ჭარბწნონიანი ადამიანი აღნიშნავს, რომ მუდმივად დიეტაზე იმყოფება, ისინი ეგრეთწოდებული შეზღუდული მჭამელები არიან, თუმცა ნერვიულობის, სტრესის, აღელვების დროს ისინი კონტროლს კარგავენ საკუთარ თავზე და იწყებენ დიდი რაოდენობით საკვების მიღებას, რითაც ირღვევა მათი დიეტური ბალანსი და შედეგად, მუდმივად დიეტაზე ყოფნა მათი გასუქების საწინდარი ხდება.
კვებითი აშლილობები ძირითადად მოზარდ გოგონებთან გვხვდება. როგორც წესი, შეფასებაზე, რომელიც იწვევს მოზარდთან კვებითი აშლილობის განვითარებას, გავლენას ახდენს მის სუბკულტურაში გავრცელებული დამოკიდებულება სხეულის ფორმისადმი. მაგალითად, აფროამერიკელები ნაკლებად წუხდებიან საკუთარი ზომის გამო და ისინი უფრო ნაკლებად ექვემდებარებიან კვებით აშლილობებს (გასუქებას, ანორექსიას, ბულიმიას და ა.შ) ვიდრე თეთრკანიანი ქალბატონები. 534 1-ს მოსწონს
|