x
ჰიპნოზი
ჰიპნოზი საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ჰიპნოზიორი მძლავრ ძალას ფლობს მის ნებაყოფლობით თუ უნებლიე მონაწილეებზე. რამდენად მართალია ეს მოსაზრება ჰიპნოზის შესახებ? რა არის ჰიპნოზი და რა მნიშვნელოვანი ნიშნებით ხასიათდება ის? ტერმინი ჰიპნოზი ბერძნულ მითოლოგიაში ძილის ღმერთის სახელიდან მომდინარეობს, თუმცა ძილი არანაირად არ მონაწილეობს ჰიპნოზში.

უფრო ზუსტად თუ განვსაზღვრავთ ჰიპნოზი არის ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ზოგიერთი ადამიანის უნარით - მოახდინოს შთაგონებაზე რეაგირება, რასაც თან ახლავს, აღქმის, მეხსიერების, მოტივაციისა და თვითკონტროლის განცდის ცვლილებები.

იმყოფებიან რა ჰიპნოზურ მდგომარეობაში, მონაწილეები ხშირად გრძნობენ, რომ მათი ქცევა ყოველგვარი განძრახვისა და ცნობიერი ძალისხმევის გარეშე ხორციელდება.

ზოგიერთი ადრეული თეორიის მიხედვით, ჰიპნოზის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ინდივიდები ტრანსის მდგომარეობაში გადადიან, რომელიც დიდად განსხვავდება ფხიზელი ცხოვრების მდგომარეონისგან.


სხვა თეორიების თანახმად, ჰიპნოზი სხვა არაფერია, თუ არა მომატებული მოტივაცია.

ჰიპნოზის სცენური წარმოდგენები გვიქმნიან შთაბეჭდილებას, რომ ჰიპნოზის ძალა ჰიპნოტიზიორისგან მომდინარეობს, თუმცა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მონაწილის უნარი, "ნიჭი" იმისა, რომ ჰიპნოზს დაექვემდებაროს. ჰიპნობილურობა გვიჩვენებს, თუ რა ხარისხით ექვემდებარება ინდივიდი ჰიპნოზის სტანდატურ რეაქციებს. ჰიპნოზში ყოფნა არ ნიშნავს პიროვნული კონტროლის დაკარგვას.

ჰიპნოტიზმი განსაკუთრებით მძლავრი ტექნიკაა ტკივილის შესამცირებლად. ადამიანები კი ერთმანეთისგან განსხვავდებიან იმით, თუ რამდენად ექვემდებარებიან ჰიპნოზის ზემოქმედებას.

1
263
3-ს მოსწონს
ავტორი:Fილიპოკ
Fილიპოკ
263
  
2012, 12 ნოემბერი, 16:41
ინტერესნა :)
0 1 1