სხვა ძილი და სიზმრების მნიშვნელობა 2012, 31 ოქტომბერი, 17:46 სიზმრები ისევე აუცილებელია ჩვენი სიცოცხლისთვის, როგორც სუნთქვა და კვება.თავის ტვინის აქტივობის პატერნები მნიშვნელოვნად იცვლება ღამის ძილის მანძილზე. რასაც თან ახლავს დილასთან მიახლოებულ ყოველ ახალ ციკლში REM ძილის პროცენტული მომატება. ძილი ემსახურება შენახვისა და აღდგენის პრინციპს. მილიონობით ადამიანი იტანჯება ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა ინსომნია (ნორმალური დაძინების ქრონიკული უუნარობა, გაღვიძების შემდეგ ჩაძინების უნარის არ ქონა ), ნარკოლეფსია (დრის განმავლობაში დაძინების დიდი სურვილი), ძილის აპნოე (ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევა) და დღის ძილიანობა. მრავალ კულტურაში სწამთ სიზმრის შინაარსის მნიშვნელობები. არადასავლურ კულტურებში მიღებულია, რომ სიზმრის სიმბოლოები მისი მნახველის მომავლის შესახებ ინფორმაციის მატარებელია. ზოგიერთი ფიზიოლოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ სიზმრის შინაარსი თავის ტვინის შემთხვევითი სიგნალებიდან მომდინარეობს, მაგრამ ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება სიზმრის შინაარსების ანალიზის კვლევები. 192 3-ს მოსწონს
|