საქართველო ბიზნესმენები წართმეულ ქონებს იბრუნებენ 2012, 10 ნოემბერი, 18:57 ბიზნეს კურიერში გავიდა სიუჟეტი ახალი აქრთული პროექტის შესახებ. პროექტი ''დააბრუნე!'' - ბიზნესმენებს წართმეული ქონების დაბრუნებაში დაეხმარება.
უვვე გაიხსნა დააბრუნეს ოფიციალური "ფეისბუკ" გვერდი, სადაც ინფორმაციას მოიძიებთ პროექტის შესახებ. პროექტი იმ ბიზნესმენების ინტერესებს დაიცავს, რომლებსაც საკუთრება უკანონოდ ჩამოერთვათ.პროექტის მიზანია ასეთი ბიზნესმენების საკუთარი ინტერესების დასაცავად გაერთიანება.იმ ბიზნესმენებს, ვისაც საკუთრება აქვს წარმთეული, პროექტის ''დააბრუნე'' ფარგლებში დაკავშირება შეგიძლიათ ელექტრონულ მისამართზე daabrune@gmail.com დაინტერესებულ პირს შეუძლია დატოვოს საკონტაქტო ინფორმაცია და მოკლე აღწერა თუ რა ვითარებაში მოხდა ბიზნესის წართმევა. პროექტის ხელმძღვანელობა ყველა ასეთ ბიზნესმენს შეეხმიანება რამდენიმე დღეში. უკანონოდ წართმეული ბიზნესების თემა დღესდღეობით საქართველოში ძალიან აქტუალურია. ჩამორთმეული ქონების პატრონებს პერმამენტულად შეაქვთ საჩივრები სასამართლიოში, სწორედ საჩივრების ასეთმა სიხშირემ განაპირობა მსგავსი პროექტის შექმნის საჭიროება. რა დახმარებას გაუწევს ეს პროექტი უკანონოდ ქონება ჩამორთმეულ ბიზნესმენებს ამას დრო გვიჩვენებს. იმედია მალე ვიხილავთ ადამიანს, რომელსაც ამ პროექტის მეშვეობით დაუბრუნდა წართმეული ქონება. 57 6-ს მოსწონს
|