x
image
ნანია
ექსტრემალური სექსი, ანუ როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი ორსულობა.
იმისათვის, რომ დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ სიამოვნება ჯოჯოხეთად არ გადაგექცეთ, არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად არსებობს მრავალი საშუალება.

image

საქართველოში არასასურველი ორსულობის აბორტით შეწყვეტა კვლავაც ხშირია, რაც კონტრაცეფციის შესახებ საზოგადოების არასათანადო ცოდნით არის განპირობებული.

იმდენად, რამდენადაც მედიცინამ ბოლო ათწლეულებში ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა, დაიხვეწა და შემუშავდა კონტრაცეპციის მრავალი ახალი და თანამედროვე მეთოდი.


Emergency კონტრაცეფცია კონტრაცეფციის სახეა, რომელსაც ქალი იყენებს დაუცველი სქესობრივი კონტაქტიდან რამდენიმე დღე, დაორსულების თავიდან აცილების მიზნით. ამ ტიპის კონტრაცეპტივები რეგულარული ხმარებისთვის არ გამოიყენება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომედაციით Emergency კონტრაცეფციისათვის გამოიყენება 1, 5 მგ ლევონოგესტრელის ერთჯერადი მიღება. კონტრაცეპტივის ეს დოზა შედის აფთიაქებში გაყიდულ Emergency კონტაცეპტივებში. ეს დოზა შეიძლება იყოს ერთი, ან ორ აბად გაყოფილი.

სპეციალური ჰორმონული (პოსტკოიტალური) აბები _ ამ პრეპარატის მიღება დასაშვებია მხოლოდ ერთჯერადად; დაუშვებელია მისი, როგორც ოჯახის დაგეგმვის რეგულარული მეთოდის გამოყენება;
დაბალდოზიანი კომბინირებული ორალური აბები – ეს აბები სპეციალური სქემით გამოიყენება დაუცველი სქესობრივი აქტიდან პირველი 72 საათის განმავლობაში.
საშვილოსნოსშიგა საშუალება - ორსულობის თავიდან აცილების მიზნით სპირალი შეიძლება შეყვანილი იქნას საშვილოსნოში დაუცველი სქესობრივი აქტიდან 5 დღის განმავლობაში.

ნებისმიერი საშუალების გამოყენებისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

ვის არ შეუძლია გადაუდებელი კონტრაცეპციის გამოყენება:?

- მეძუძურ დედებს;

-
ქალებს, ვისთვისაც უკუნაჩვენებია კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება.


გაითვალისწინეთ, რომ დაუშვებელია გადაუდებელი კონტრაცეპციის წინასწარ დაგეგმილი ფორმით და ხშირად გამოყენება!

1
1876
8-ს მოსწონს
ავტორი:ნანია
ნანია
1876
  
2012, 9 ნოემბერი, 19:26
საინტერესოა და საჭიროა ამისი ცოდნა სღ.
0 1 1