ქალი და მამაკაცი ნაადრევი ქორწინება თუ "ოფიციალური სექსი" 2012, 7 ნოემბერი, 14:32 დღესდღეისობით ეს თემა საკმაოდ აქტუალურია იმ კუთხით რომ ნაადრევი ქორწინება მალე დანგრეულ ოჯახთან ასოცირდება, რასაც ბევრი ეთანხმება.ნაადრევი ქორწინება ბოლო დროს უფრო და უფრო მატულობს.ძირითადად ეს არის გოგონებზე 13 წლიდან და ბიჭებზე 15 წლიდან.ეს ის პერიოდია როდესაც ადამიანს მაშინ უყალიბდება გემოვნება და სრულწლოვან ასაკამდე შეიძლება რამდენჯერმე რადიკალურად შეეცვალოს, ამასთანავე მათ ზერელე წარმოდგენა აქვთ იმის შესახებ თუ რამხელა პასუხისმგებლობას მოიცავს ოჯახის შექმნა.სწორედ ესაა მიზეზი იმისა რომ ამ ასაკში ქორწინებულ ოჯახთა 90% რამდენიმე წელიწადში ინგრევა.ახლა განვიხილოთ თუ რა იწვევს იმ გადაწყვეტილებას რომ ორი ჩამოუყალიბებელი ადამიანი ამ ასაკში ქორწინების გადაწყვეტილებას იღებს.მთავარი მიზეზი ამ მოვლენის ის არის რომ ამ ასაკში მოზარდები განიცდიან დიდი რაოდენობით ჰორმონების მოჭარბებას და რადგანაც ქართული მენტალიტეტი და იმის წარმოდგენა თუ მშობლების რა რეაქცია მოყვება ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ხდება მარტივი, უცაბედი, წინდაუხედავი ნაბიჯის გადადგმა რასაც ქორწინება ქვია ანუ "ოფიციალური სექსი".და ბოლოს ჩემ თავს ნებას მივცემ რომ ჩემივე აზრით დავასრულო სტატია და ვთქვა რომ ღმერთმა ადამიანს დიდი მოთმინების უნარი მისცა და უბრალო მოთხოვნილების გამო წინასწარ ცხოვრების დანგრევა არ ღირს.ყველაფერი გაცილებით სასიამოვნოა საყვარელ ადამიანთან როდესაც ადამიანს ყველაფერი ჩამოყალიბებული აქვს ფსიქიკიდან დაწყებული და გემოვნებით დამთავრებული. პ.ს. ეს სტატია ალბათ ბევრი ადამიანის მოსაზრებას არ ეთანხმება და ბევრისას ეთანხმება მაგრამ ნუ გავკიცხავთ ერთმანეთს სხვადასხვა მოსაზრების გამო. 146 23-ს მოსწონს
|