სხვა ექიმებს ეხვეწებოდა "გადამარჩინეთ, კარგი გოგო ვარო" 2012, 5 ნოემბერი, 1:42 ვფიქრობდი რაზე დამეწერა სტატია და ძალიან სამწუხარო ამბავი გამახსენდა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე სკოლის წლებში და ნათლად დამანახა, თუ როგორ სწყურია ადამიანს სიცოცხლე.
ალბათ მეათე კლასში ვიქნებოდი, როდესაც გავიგე, რომ ჩემს სკოლელ, მეშვიდეკლასელ გოგოს ფილტვების პნევმონია სჭირდა, საავადმყოფოში იყო და მისთვის ოპერაციის ფულს აგროვებდნენ. სკოლაში საკმაოდ სოლიდური თანხა მოგროვდა. ყოველდღე მთელი სკოლა ერთად ველოდით რაიმე დამაიმედებელს, თუმცა უშედეგოდ.
რამოდენიმე კვირის შემდეგ გავიგეთ, რომ ოპერაციის მიუხედავად, გოგონა დაიღუპა. ვერ წარმოიდგენთ იმ სიმძიმეს, რომელიც ყველას ერთად დაგვაწვა მხრებზე. განსაკუთრებით ემოციური იყო გოგონას უკანასნელი თხოვნა ოპერაციამდე. იგი მხარზე დაეყდნო ექიმს და გაგიჟებით ეხვეწებოდა, რომ ეშველათ მისთვის. "გთხოვთ გადამარჩინეთ, არ მიმატოვოთ, მე კარგი გოგო ვარ და ნუ გამწირავთ სიკვდილისთვის. დედასთან და მამასთან მინდა ყოფნა. მიშველეთ."
შეუძლებელია ალბათ ჩვენთვის იმის წარმოდგენა თუ რას გრძნობდა იგი, მისი მშობლები და ექიმი, რომელმაც ვერ შეძლო დანაპირების ასრულება და დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანა.
ჩვენ კი, რომელთაც შესაძლებლობა გვაქვს ვიცხოვროთ საყვარელი ადამიანების გვერდით, ყოველ წამს ვწუწუნებთ. ალბათ ასეთია ადამიანის ბუნება: ვერ აფასებს სანამ არ დაკარგავს. 924 18-ს მოსწონს
|