სხვა ცნობილი ადამიანების დეფექტები 2012, 4 ნოემბერი, 0:27 ეშტონ კატჩერი-მას შეერთებული აქვს ფეხის ორი თითი და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, იგი ამაყობს ამით.
კაროლინა კურკოვა- მას არ აქვს ჭიპი. ეს ბავშვობაში გადატანილი მძიმე ოპერაციის შედეგია. ქეით გრაუნდი- ცნობილი პორნოვარსკვლავია, მას ფეხზე მხოლოდ ორი თითი აქვს. იგი ამის შესახებ არასოდეს ლაპარაკობს. ეს იყო უბედური შემთხვევა, როდესაც მას ბავშვობაში ფეხზე ტრაქტორმა გადაუარა. მეგან ფოქსი დაავადებულია ბრახიდაქტილიით, რაც განვითარების ანომალიას ნიშნავს. მას მოკლე თითები აქვს. ამის გამო ერთ-ერთი რეკლამის გადაღებისას მას დუბლიორი დასჭირდა ხელისგულებისთვის. დერილ ჰანა- მას აკლია მარცხენა ხელის, საჩვენებელი თითის ნაწილი. როდესაც იგი სამი წლის იყო, ხელი ჭის ჯაჭვში მოჰყვა. კინოში ეს მას არ უქმნის პრობლემას, რადგან ხელთათმანებით ადვილად ახერხებს ამ ნაკლის დაფარვას. 662 8-ს მოსწონს
|