x
image
t.x.
ეგვიპტის ხელისუფლება სფინქსის საიდუმლოს მალავს

imageპირამიდების ახლოს, ჩრდილოეთით არის მსოფლიოში ყველაზე ამოუცნობი ქანდაკება - სფინქსი.

ეს კოლოსალური ფიგურა, რომელსაც ლომის გამოსახულება და ადამიანის თავი აქვს სიგრძით 240 ფუტია, სიმაღლით 66. ეს არის ყველაზე დიდი ზომის სკულპტურა, რაც შემორჩენილია ძველი მსოფლიოს ცივილიზაციიდან.

სფინქსი ყველასგან განცალკევებით დგას. სავარაუდოა, რომ ქანდაკებას აკლია წვერი. ასევე ფიქრობენ, რომ ის იყო ძველი ეგვიპტელების ღვთაება. ამას მოწმობს ქანდაკების ნიკაპის აღნაგობაც, იქ აუცილებლად იქნებოდა წვერი, თანაც ძველრომაულ ფრესკებზე ღმერთები წვრით არიან გამოსახული.

ქანდაკების აშენებისთვის არ არის გამოყენებული განსაკუთრებული ტექნოლოგიები. ამისათვის კმაროდა უბრალო სამტეხლო იარაღები.


ეგვიპტოლოგიის თანამედროვე სახელმძღვანელოებში ამოვიკითხავთ, რომ სფინქსი აიგო 2500 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV დინასტიის ფარაონის, ჰეფრენის ბრძანებით. იმავე ფარაონის ბრძანებით აშენდა სიდიდით მესამე პირამიდა და მისი ამგებიც იქვე დაასაფლავეს.

სფინქსი არის ამომავალი მზის ღმერთის - ჰარმახისის ქანდაკება. სფინქსი სახეზე ძალიან ჰგავს ჰეფრენს, რაც ადასტურებს ამშენებლის ვინაობას. ერთი დამადასტურებელი ფაქტი ისიცაა, რომ სფინქსი აგებულია ზუსტად იმავე ზომის ქვებით, რომლითაც ის პირამიდა, სადაც ჰარმახისია დასაფლავებული.

გასულ საუკუნეში პირამიდებს იკვლევდა ედგარ კეისი, რომელმაც დაასკვნა, რომ ლომის თათებქვეშ არის ოთახი რომელსაც "მტკიცებულებების ოთახი" ჰქვია.სწორედ აქ ინახება მტკიცებულებანი ატლანტიდის შესახებ.

1989 წელს იაპონელი მეცნიერები იკვლევდნენ პირამიდებს სპეციალური აპარატურით, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს გამოსცემდადა აღმოაჩინეს გვირაბი, რომელიც ლომის თათებქვეშ მიემართებოდა. ეგვიპტის მთავრობამ სასწრაფოდ შეწყვიტა სამუშაოები.

1989 წელსვე იკვლევდა ამერიკელი გეოფიზიკოსი, რომელმაც ლომის თათებქვეშ აღმოაჩინა 5 მეტრის სიღრმეზე დიდი სათავსო. 1993 წელს იგივე ფიზიკოსი გაჰყვა გეოლოგების ჯგუფს სფინქსის საკვლევად, მაგრამ სამუშაოები ხელისუფლებამ ისევ დაბლოკა.

ამის შემდეგ, ეგვიპტის მთავრობამ საერთოდ აკრძალა სფინქსის გარშემო ყოველგვარი გამოკვლევების ჩატარება.

2
962
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
962
  
2012, 3 ნოემბერი, 21:55
წვერიც აკლია და ცხვირიც..:D:D)))) და ძველი რომაული რა შუაშია???
0 1 2