x
image
hamunaptra1990
დიმიტრი შაშკინმა საქართველო იმის გამო დატოვა, რომ მის გოგონას ფიზიკურად გაუსწორდნენ
image

დიმიტრი შაშკინი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და იგი თავს არ გრძნობს დამნაშავედ: "მე ვისვენებ, არავის არ ვემალები და არანაირი პრობლემა ჩემთან დაკავშირების არ არსებობს." იგი თვლის, რომ მას მორალური უფლება ჰქონდა დაეტოვებინა მინისტრობის პოსტი და დროებით დაეტოვებინა თავისი სამშობლო. იგი ახლა ოჯახთან ერთად ცხოვრობს მერილენდის პრესტიჟულ უბანში, რომელიც ვაშინგტონს ესაზღვრება. დიმიტრი შაშკინი თავდაცვის სამინისტროში დატოვებულ მილიონობით ვალს, თავის წინამორბედს, ბაჩო ახალაიას აბრალებს. იგი ამბობს რომ 113 მილიონის ვალი მას ბაჩო ახალიამ დაუტოვა.

დიმიტრი შაშკინმა ასევე განაცხადა, რომ მან საქართველო იმიტომ დატოვა, რომ მის 8 წლის გოგონას სახლის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიუხედავად იმისა რომ დაცვაც თან ახლდათ.

შაშკინი კონკრეტულ გადაწყვეტილებას დასვენების შემდეგ მიიღებს, მანამდე კი ბატონი მინისტრი რომელსაც facebook-ის მომხმარებლებმა "ჩვენი დიმა" შეარქვეს საზოგადოების შეკითხვებს კვლავ facebook-ით უპასუხებს.


ეს ექსკლუზიური ინტერვიუ მე-9 არხმა შეერთებულ შტატებში, მერილენდის ძვირადღირებულ აპარტამენტებში მცხოვრებ მინისტრთან, მის სახლთან ახლოს ჩაწერა.

1
640
5-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
640
  
2012, 8 ნოემბერი, 17:26
:)))))))))))))))))))))))))))
0 1 1