სხვა ვინ არის ყველაზე კულტურული ევროპაში? 2012, 1 ნოემბერი, 18:54 ევროკავშირმა როგორც იქნა პასუხი გასცა ჯერ კიდევ ორი წლის წინ დასმულ შეკითხვას: ვინ არის ყველაზე კულტურული ევროპაში? აღმოჩნდა, რომ ეს არის სკანდინავია. სკანდინავიელები არიან არა მარტო ყველაზე სოციალურად განვითარებულები, არამედ ელეგანტურები და მოწინავეები ლიტერატურისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგში. შესაბამისი დასკვნა ევროკომისიამ ბრიუსელში, 30 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ჩატარებულ კვლევებში თავმოყრილია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ და რამდენს ხარჯავს კულტურულად დროის გასატარებლად. ევროკავშირის კომისიის გამოკვლევების პრინციპი მარტივი იყო: ვინც უფრო მეტ ფულს ხარჯავს საგანმანათლებლო და შემეცნებით ღონისძიებებში, ლიდერიც ის არის. როგორც არ უნდა იყოს, გამოკვლევის ავტორები ირწმუნებიან, რომ კულტურული ცენტრები თანდათანობით სამხრეთ ევროპიდან ჩრდილოეთით ინაცვლებს. "ჩრდილოეთ ევროპა უფრო მდიდარია და შესაბამისად უფრო მეტ ფულს დახარჯავს კულტურულ წარმოდგენებსა და ღონისძიებებში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩრდილოეთ ევროპაში უფრო ორგანიზებული ხალხი ცხოვრობს, ვიდრე სამხრეთში. ისინი ხშირად მართავენ კულტურულ ღონისძიებებს, ხოლო სამხრეთში კი იმდენად იშვიათია, რომ ისიც კი დაავიწყდათ, ბოლოს როდის იყვნენ კინოში, "-ამბობენ კომისიის წევრები. აღმოჩნდა, რომ დანიის მოსახლეობა ოჯახის შემოსავლების საშუალოდ 5%-ს წიგნებში, კინოსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში ხარჯავს. ყველაზე მეტ წიგნს ევროკავშირში შვედეთსა და ფინეთში კითხულობენ. კულტურული მიზნებისათვის დანიელებზე ცოტათი ნაკლებ ფულს ჩეხები ხარჯავენ. ევროკავშირის ქვეყნებში ლიტერატურაზე, მუსიკასა და თეატრზე ხალხი საკუთარი შემოსავლების საშუალოდ 4%-ს ხარჯავს. თუმცა მხოლოდ ეს არ ამტკიცებს სკანდინავიელების კულტურულ პირველობას. შვედებს, ფინელებსა და მათს არც თუ ისე შორეულ ნათესავებს-ლატვიელებს, შემოქმედებითი პროფესიების ყველაზე მეტი წარმომადგენელი ყავთ. მაგალითად, მუსიკოსები, მხატვრები, მწერლები, მსახიობები და ა.შ. მათი რაოდენობა მთელი მოსახლეობის პროპორციულია. ევროკავშირის ქვეყნებს შორის კულტურულად დაწინაურებულთა სიაში ბოლო პოზიციები უკავიათ ლიუქსემბურგს, ბულგარეთსა და საბერძნეთს. აღნიშნული სტატისტიკა არასრული იქნებოდა, მასში მოყვანილი რომ არ ყოფილიყო გენდერული კულტურული განსხვავებულობა ევროპელ მამაკაცებსა და ქალებს შორის. ევროკომისიაში აღნიშნეს, რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის წიგნირების მაჩვენებელი ერთმანეთისაგან 10%-ით განსხვავდება და ამ მხრივ ქალები ლიდერობენ. 62 5-ს მოსწონს
|