პრესკონფერენციაზე, რომელიც გაიმართა გუშინ, 30 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი მოადგილეები წარადგინა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ თანამდებობებს ლაშა ნაცვლიშვილი, ლევან იზორია, გელა ხვედელიძე, ალეკო ტაბატაძე და ალექსი ბატიაშვილი დაიკავებენ. მინისტრის პირველი მოადგილე გახდება ლაშა ნაცვლიშვილი. საქმეთა მინისტრმა განაცხადა აგრეთვე, რომ სამინისტროში მომუშავე ძველი კადრებიდან თანამდებობებზე დარჩებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც სამუშაოს კეთილსინდისიერად ეკიდებოდნენ.