x
მეტი
  • 10.05.2025
  • სტატია:142208
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514633
გიგანტური შავი ხვრელის შიგნით ვართ გამომწყვდეულები? — უახლესი კვლევა
ხვრელი


ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის (JWST) უახლესი დამაფიქრებელი აღმოჩენა ანგრევს ჩვენს გაგებას კოსმოსის შესახებ - ქმნის რა ვარაუდის საფუძველს, რომ ჩვენი სამყარო შესაძლოა შავ ხვრელში იყოს დაბადებული.


დისბალანსი ბრუნვაში


ასტრონომებმა JWST Advanced Extragalactic Survey-ის (JADES) მონაცემების გაანალიზებისას აღმოაჩინეს რაღაც ძალიან მოულოდნელი: უძველესი გალაქტიკები შემთხვევით არ ბრუნავენ. 263 ადრეული გალაქტიკიდან დაახლოებით 66% ტრიალებს საათის ისრის მიმართულებით. მხოლოდ 34% ტრიალებს საათის ისრის საწინააღმდეგოდ. არადა, წესით გაყოფა 50/50-ზე უნდა ყოფილიყო.



მაშ, რატომ არის ეს უცნაური დისბალანსი?


მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს შეიძლება იყოს სამყაროს დაბადების მომენტის აღმნიშვნელი ფარული კვალი, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს მშობელ სამყაროში შავი ხვრელის ბრუნვას.


სამყარო შავი ხვრელის შიგნით?


თუ ჩვენი სამყარო ნამდვილად შავი ხვრელის შიგნით დაიბადა, მაშინ მისი მშობელი სამყარო მართლაც ჭეშმარიტად გრანდიოზული მასშტაბების უნდა იყოს!


სამყაროს დაბადების შესახებ უახლესი აღმოჩენა ემთხვევა იდეას, რომელსაც ეწოდება შვარცშილდის კოსმოლოგია, რაც გვთავაზობს, რომ:


ჩვენი სამყარო არის შავი ხვრელის შიგნით მოქცეული: ჩვენ ვარსებობთ შავი ხვრელის ე. წ. მოვლენათა ჰორიზონს მიღმა, ვართ რა უფრო დიდი "მშობელი" სამყაროს ნაწილი.


შავი ხვრელების დამბადებელი სამყარო: ნიკოდემ პოპლავსკის ბრუნვაზე დაფუძნებული მოდელის მიხედვით, შავი ხვრელები არ იშლება მხოლოდ სინგულარებად, არამედ მათი ტრიალი და გრეხილი სივრცე-დრო ქმნის ახალ სამყაროებს.


ანუ, შესაძლოა, დიდი აფეთქება თავისი არსით იყო „გადახტომა“: შავ ხვრელში კოლაფსირებული მატერია შესაძლოა უკან, გარეთ გამოიფრქვა, რამაც გამოიწვია სწრაფი გაფართოება, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ, როგორც დიდ აფეთქებას.


მშობელი შავი ხვრელის ბრუნვამ შესაძლოა აღბეჭდა საკუთარი კვალი ჩვენი სამყაროს გალაქტიკებზე, რაც ხსნის JWST-ის მიერ დაკვირვებულ ბრუნვის ანომალიას.


სხვა შესაძლო ახსნა:


ზოგიერთი ასტრონომი თვლის, რომ ირმის ნახტომის ბრუნვამ შესაძლოა შეცვალოს JWST-ის დაკვირვებები. თუ ეს ასეა, ეს ანომალია შეიძლება უბრალოდ ნიშნავდეს იმას, რომ ჩვენ უნდა გადავაფასოთ, თუ როგორ გავზომოთ კოსმოსური მანძილები.


შავ ხვრელში სამყაროს დაბადების აღმოჩენა თუ საბოლოოდ დადასტურდა, მას შეუძლია დაგვეხმაროს ასევე იმგვარი საიდუმლოებების ამოხსნაში, როგორიცაა მაგ. ჰაბლის მუდმივი დაძაბულობა ან გასაოცრად ძველი გალაქტიკების აღმოჩენა.


ამ აღმოჩენას, დადასტურების შემთხვევაში შეუძლია რევოლუცია მოახდინოს კოსმოლოგიაში - იმ ფაქტით, რომ შავი ხვრელები არამხოლოდ ანადგურებენ მატერიას, არამედ ქმნიან კიდეც ახალ სამყაროებს.




0
141
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...