x
მეტი
  • 19.04.2025
  • სტატია:141772
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514416
ეგვიპტის პირამიდების მშენებლობისას, შესაძლოა, კომპიუტერული ტექნოლოგიები ყოფილიყო გამოყენებული

ეგვიპტური პირამიდები დღემდე ინტერესის ობიექტია და მეცნიერებს ახალი კვლევების ჩატარებისკენ უბიძგებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ უნიკალურ ნაგებობებს, არაერთი საუკუნეა სწავლობენ, პირამიდებთან დაკავშირებულ საიდუმლოებებს, ბოლო არ უჩანს...

ერთ-ერთ მთავარ საიდუმლოდ ის რჩება, თუ როგორ აშენდა ეს გიგანტური სტრუქტურები, ასეთი სიზუსტით და ასეთი უზარმაზარი ძალისხმევით.


image


მეცნიერების ერთი ნაწილი თანხმდება, რომ შესაძლოა, ძველ ეგვიპტელებს, თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიის მსგავსი, სპეციალური ცოდნა ჰქონოდათ და ამ ვარაუდს, პირამიდების დერეფნების და ოთახების შიდა დაყოფის ანალიზიც განამტკიცებს. პირამიდის შიგნით, მოსაპირკეთებლად, ერთ მეტრამდე სისქის გრანიტის გამოყენება, ნამდვილად რომ გასაკვირია: ბლოკების ზედაპირის ფართობი 1 მ/კვ აღწევს, ხოლო წონა – თითქმის 80 ტონას.

შეუძლებელი იყო, სპეციალური გათვლების გარეშე, ასეთი უზარმაზარი ბლოკების, ასე ზუსტად მორგება. ამასთან, გრანიტი ძალიან მყარი მასალა, რაც პროცესს კიდევ უფრო ართულებს. იგივე ეხება პირამიდების გარე მოპირკეთებასაც, რომელიც კირქვით არის შესრულებული.

დიდ ყურადღებას იპყრობს საყრდენების დაგების ტექნოლოგიაც, რომელიც ზოგიერთი პირამიდის ირგვლივ აღმოაჩინეს. ეს არის, ერთმანეთზე ზუსტად დაწყობილი, ქვის ბლოკები. ზოგიერთი ბლოკის ზომა, 6X6 მ–ს აღწევს, მაგრამ ამასთან, სისქე ძალიან მცირე – ნახევარ მეტრზე ნაკლებია.

როგორ მოახერხეს ბლოკების ისე დაწყობა, რომ დაზიანება და ბზარები თავიდან აიცილეს?.. და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თოკების, ჯოხების და მშენებლობის ტექნოლოგიის ცოდნა, საკმარისი ნამდვილად არ არის.


P. S. ოფიციალური მეცნიერება დღემდე იმ აზრს ემხრობა, რომ პირამიდების მეგალითური ნაგებობები, რომლებიც თითქმის ყველა კონტინენტზეა აღმოჩენილი, სამეფო სამარხებს წარმოადგენს. მაგრამ დღეს სულ უფრო პოპულარული ხდება ვერსია, რომლის მიხედვით, ამ გიგანტურ ნაგებობებს სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა და რომ საერთოდ, ჩვენი ცივილიზაციის მიერ არც არის შექმნილი. პირამიდები დედამიწაზე უფრო ადრეული ცივილიზაციების წარმომადგენლებმა შექმნეს და შეიძლება, რომ ისინი საერთოდაც, არა დედამიწელები, არამედ უცხოპლანეტელები ყოფილიყვნენ. ამგვარი ვერსიების მომხრეები, უპირველეს ყოვლისა, იმით აპელირებენ, რომ ასეთი რთული კონსტრუქციის მქონე ნაგებობის აშენება, დღესაც რთული იქნებოდა და ძველ დროში (აქ ჩვენი ცივილიზაციის განვითარების ის ეპოქა იგულისხმება, რომელშიც ოფიციალური მეცნიერების მონაცემებით, პირამიდები აშენდა) მით უმეტეს, საერთოდ წარმოუდგენელია, ეს როგორ უნდა გაეკეთებინათ?! გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* კაცობრიობა ელვის სისწრაფით ჩლუნგდება... ახლა უკვე ოფიციალურად

* კატა, რომელიც სკოლაში 16 წელი დადიოდა და გაკვეთილზე არასდროს აგვიანებდა

* გამოცანა მოგზაურებზე და ძაღლზე (პასუხი აქვს)

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
263
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0