სიახლეები სამხედრო სკეიტბორდი 2012, 30 ოქტომბერი, 19:24 კანადურმა კომპანიამ BOG Werks-მა გადასაადგილებელი საშუალება შექმნა, რომელიც სკეიტბორდს მოგაგონებთ. მოდელი ჯარისკაცებს შორი მანძილის სწარაფ დაფარვაში წაადგებათ. ამ უცნაურ სამხედრო სატრასპორტო საშუალებას DTV Shredder ჰქვია. მუხლუხიანი სკეიტბორდი 200 კუბ.სმ მოცულობის და 15 ცხ/ძ სიმძლავრის "ჰონდას" ძრავათია აღჭურვილი, 48 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და 40-გრადუსიანი კუთხის დახრილობის გორაკების გადალახვას ახერხებს. DTV Shredder ჯარისკაცებს არა მხოლოდ გადაადგილებაში, ბარგისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირებასა და დაჭრილთა ევაკუაციაშიც წაადგებათ, მაქსიმალური ტვირთი რომლის ზიდვაც ამ მუხლუხიან სკეიტბორდს შეუძლია, 544 კგ-ია. 88 10-ს მოსწონს
|