საბუნებისმეტყველო კვლევა: როგორ გამოიყურებოდა ევროპაში ხალხი 10,000 წლის წინ? 7 აპრილი, 21:42 ფოტოზე გამოსახულია ჩედერის კაცი: მეზოლითელი მონადირე-შემგროვებელი, რომელიც ცხოვრობდა ბრიტანეთში დაახლოებით 10 ათასი წლის წინ. მისი თითქმის სრული ჩონჩხი, რომელიც სომერსეტში, გოფის გამოქვაბულში, 1903 წელს იპოვეს, არის ჰომო საპიენსის ყველაზე ძველი და ყველაზე კარგად შემონახული ნეშტი, რომელიც კი ოდესმე აღმოჩენილა დიდ ბრიტანეთში.
დნმ-ის მოწინავე ანალიზის წყალობით, მეცნიერებმა აღადგინეს არამხოლოდ ჩედერის კაცის სახე, არამედ მისი ცხოვრების ისტორიის ფრაგმენტებიც. იმ დროს, როდესაც ჩედერის კაცი ცხოვრობდა, ბრიტანეთი ჯერ კიდევ არ იყო კუნძული, ხმელეთით იყო დაკავშირებული ევროპულ მატერიკთან და მას მკვრივი და მასიური ტყით დაფარული ლანდშაფტი გააჩნდა. იმ პერიოდის ევროპაში მცხოვრები ყველა ადამიანის მსგავსად, ჩედერის კაცსაც ლაქტოზას მიმართ ინტოლერანტობა სჭირდა და არ შეეძლო რძის მონელება. ის სავარაუდოდ, დღეებს ატარებდა წითელ ირმებზე ნადირობასა და თესლებისა და თხილის შეგროვებაში. “ის მხოლოდ ერთი ადამიანია”, — ამბობს დოქტორი ტომ ბუტი ბუნების ისტორიის მუზეუმიდან, ”მაგრამ წარმოდგენას გვიქმნის იმ დროის ევროპის მოსახლეობაზე”. “ბოლო დრომდე ყოველთვის ვარაუდობდნენ, რომ ადამიანები სწრაფად ადაპტირდნენ ევროპის მკაცრ კლიმატთან და კანი უფრო ფერმკრთალი ჩვენს კონტინენტზე მოხვედრიდან დაახლოებით 45, 000 წლის შემდეგ გაუხდათ“, — განმარტავს ბუტი. ფერმკრთალი კანი უკეთ შთანთქავს ულტრაიისფერი გამოსხივებას და ეხმარება ადამიანებს თავიდან აირიდონ D ვიტამინის დეფიციტი ისეთ კლიმატში, სადაც მზის ნაკლებობაა. მაგრამ ჩედერის კაცს ისეთივე მუქი კანი ჰქონდა, როგორც აფრიკის კონტინენტის საჰარის უდაბნოს მაცხოვრებლებს. მისი დნმ-ის კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მას ღია ფერის თვალები გააჩნდა — სავარაუდოდ ლურჯი ან მწვანე — და მუქი ყავისფერი თმა. აქედან გამომდინარე მკვლევარები ვარაუდობენ, რომ თვალის ღია ფერი ევროპაში ფერმკრთალ კანსა და ქერა თმაზე დიდი ხნით უფრო ადრე გაჩნდა. ფერმკრთალი კანი და ქერა თმა სავარაუდოდ, უფრო გავრცელებული გახდა ფერმერულ ცხოვრების წესზე გადასვლის შემდეგ. ჩედერის კაცი შეგვახსენებს, რომ ის თვისებები, რომლებსაც დღეს ხშირად ერთად დაჯგუფებულს ვხედავთ, კერძოდ კი ღია ფერის კანი, ღია ფერის თვალები და ქერა თმა არ განვითარდა იზოლირებულად, თუმცა გაჩნდა სხვადასხვა დროს, მიგრაციის და გარემოსთან ადაპტაციის შედეგად, ათასობით წლის განმავლობაში. ![]() 154 შეფასება არ არის
|