x
image
დავითი ჩუთლაშვილი
დედამიწა ყოველ 26 წამში პულსირებს და მეცნიერები ვერ ხვდებიან, რატომ
გეა


ყოველ 26 წამში ერთხელ, დედამიწა გამოსცემს პატარა სეისმურ იმპულსს - ესაა ფაქიზი გულისცემა, რომელიც ჩვენს ფეხქვეშ ათწლეულების განმავლობაში ხმიანობს.


ეს იდუმალი “გულისცემა” სეისმომეტრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღმოაჩინეს.


ეს არ არის მიწისძვრების, ვულკანების აქტივობების ან აფეთქებების შედეგან წარმოქმნილი ძვრები. ყოველ ასეთ ძვრას კანონზომიერება და საოცარი რიტმულობა ახასიათებს, რითაც ის საათის მექანიზმს ჰგავს.



მეცნიერებმა დედამიწის “გულისცემას” აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში მიაკვლიეს, რის შემდეგაც მიზეზი გადაუჭრელ და სრულიად ამოუხსნელ თავსატეხად იქცა.


ერთ-ერთი წამყვანი თეორია მინიშნებას გვაძლევს ოკეანის ტალღებზე. როდესაც ტალღები კონტინენტურ შელფზე ხვდებიან, წნევის უეცარმა ცვლილებამ შეიძლება ზღვის ფსკერის დეფორმაცია მოახდინოს იმისთვის, რათა ქერქში ვიბრაცია გაიგზავნოს.


ეს თეორია შეესაბამება იმ იმპულსს, რომელიც უფრო ძლიერია ქარიშხლიანი სეზონების დროს, როდესაც ოკეანის აქტივობა პიკს აღწევს.


მაგრამ მეცნიერთა სხვა ჯგუფი თვლის, რომ დედამიწის პულსს შესაძლოა ვულკანური წარმოშობაც ჰქონდეს. პულსის წყარო კუნძულ სან-ტომეზე არსებულ ვულკანთან ახლოს მდებარეობს. მსგავსი რიტმულად განმეორებითი ძვრები დაკავშირებულია ვულკანურ აქტივობასთან ისეთ ადგილებში, როგორიცაა იაპონიის ერთ-ერთი ცნობილი ვულკანი, რაც ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ რიტმის მიღმა მაგმის მოძრაობა შეიძლება ვიხილოთ.


თუმცა, ჯერჯერობით ვერცერთი თეორია სრულად ვერ ხსნის, თუ რატომ არის ეს პულსი ასეთი რეგულარული, ლოკალიზებული და ასეთი მდგრადი - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსგავსი ოკეანე და ვულკანური პირობები სხვაგან არ აწარმოებს იგივე სიგნალს.


შესაძლოა, ეს პულსი უფრო ფართო ფენომენის ნაწილია, რომელიც ცნობილია, როგორც ატმოსფერული სეისმური ხმაური. დაბალი დონის ვიბრაციები მუდმივად რეზონირებს დედამიწაზე ქარის, ამინდის და ტალღების მოქმედებათა შედეგად.


მაგრამ ეს იდუმალი 26 წამიანი სიგნალი მაინც გამოირჩევა. ის ორიენტირებულია. თანმიმდევრულია. და ჯერ კიდევ არ გვაქვს მისი ახსნა.


დედამიწა შეიძლება ბიოლოგიური გაგებით ცოცხალი არ იყოს, მაგრამ მას აშკარად აქვს პულსი. და ჩვენ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვესმის, რატომ.

0
663
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
663
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0