ფსიქოლოგია განსაზღვრე პიროვნული განვითარების რომელ სტადიაზე იმყოფები (იუნგის მიხედვით) 7 აპრილი, 16:57 ![]() ის მთავრდება პერსონის ფორმირებით შესაბამისი სოციალური როლით ან მრავალი პერსონის ჩამოყალიბებით შესაბამისი მრავალი როლებით და რა თქმა უნდა ეგოს სტრუქტურის ფორმირებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი ფესვს იდგამს სამყაროში, აღწევს საკუთარ ცხოვრებისეულ მიზნებს, თუნდაც იმ საბაზისო ცხოვრებისეულ მიზნებს, რომელიც დაისახა, იკმაყოფილებს ამ საბაზისო ცხოვრებისეულ მოთხოვნილებებს და ამის შემდეგ უკვე შეიძლება დაისვას კითხვები - რა, ვინ, რატომ, რისთვის? რაც მნიშვნელოვანია ამ სტადიაზე ისაა, რომ ადამიანი სწავლობს წესებით თამაშს, გამოიმუშავებს ადაპტირებად პერსონას და აქ არ შეიძლება არ გაჩნდეს პრობლემა, რომელიც უკავშირდება ადამიანის იდენტიფიკაციას საკუთარ პერსონასთან. როცა ადამიანი საკუთარ პერსონასთან იდენტიფიცირებას ახდენს, ამან შეუძლებელია არ გამოიწვიოს თვითობის მხრიდან არეულობა. ეს არის გამოწვევა ან გარდამავალი ეტაპი მეორე სტადიაზე, . რომელიც მეტაფორულად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ როგორც ინიციირება საკუთარ სამყაროში. ამ მეორე სტადიაში უკვე ხდება ინდივიდუალურის გამოყოფა კოლექტიურისგან. ადამიანი იწყებს გაცნობიერებას, ვინაა, რატომაა, რით განსხვავდება სხვებისგან და რით ჰგავს სხვებს. ამ დროს მნიშვნელოვანია სწრაფვა თვითობისკენ. იუნგის მიხედვით, თვითობა ეს არის ფსიქიკის ტოტალურობა. სხვა განსაზღვრებით, ესაა ერთგვარი სახე შინაგანი ადამიანის, რომლის არსებობს ადამიანთა უმეტესობაში. ზელენსკი წერს: „ინდივიდუაცია და ცხოვრება კოლექტიური ფასეულობების რეჟიმში დივერგენტულია ანუ სხვადასხვა ტენდენციებია. იუნგის აზრით მათ აკავშირებს დანაშაულის გრძნობა. ის, რომელიც პიროვნულ გზას დაადგა, განსაზღვრული ხარისხით გამოეყო კოლექტიურ ფასეულობებს, მაგრამ ამასთანავე არ კარგავს იმ ფსიქოლოგიურ ასპექტებს, რომელიც მემკვიდრული სახითაა კოლექტიური. საკუთარი გამოყოფის/გასვლის დანაშაულის გამოსასყიდად ინდივიდი ვალდებულია შექმნას რაღაც ფასეული საზოგადოების სასარგებლოდ.“ ზელენსკი აქ აღნიშნავს ერთ საინტერესო ასპექტს, რომელიც ენათესავება ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის პოზიციას, კერძოდ ირვინ იაპმსა და როლო მეის. როლო მეიმ თავის ნაშრომში „ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია“ შემოიტანა ეგზისტენციალური დანაშაულის კონცეფცია. ეგზისტენციალური დანაშაული - ესაა ადამიანის რეაქცია საკუთარ თავზე მის მიერ გაუვლელი ცხოვრების გამო. როცა ადამიანი რაღაცას ირჩევს, მაგალითად სასეირნოდ წასვლას ან კონკრეტულ სამსახურში მუშაობის დაწყებას ან სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლას, ამ არჩევანის პარალელურად იგი აკეთებს ალტერნატივის აურჩევლობას. როლო მეი ამტკიცებდა, რომ ალტერნატივის აურჩევლობის ასეთი გადაწყვეტილება აიძულებს ადამიანს განიცადოს ეგზისტენციალური დანაშაული, გაუვლელი ცხოვრების დანაშაული, როგორც არ უცხოვრია, იმის მიმართ დანაშაული. თუ ადამიანი იცხოვრებდა სხვაგვარად, ის მიიღებდა სხვა შთაბეჭდილებებს, და რაკი მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, იმ მიუღებელი შთაბეჭდილებების მიღება უკვე შეუძლებელია და სწორედ ეს საკუთარი თავის არარეალიზებულობა იწვევს დანაშაულის გრძნობას. ზელენსკი აღნიშნავს, რომ იუნგს ასეთი კონცეფცია სწორედ ინდივიდუაციის ჩარჩოში წარმოქმნა. ასეთნაირად ცხოვრება ფორმალურად შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად. პირველი ნაწილი, როცა ვსწავლობთ ცხოვრებას სოციუმში, ვქმნით საკუთარ ეგოს, საკუთარ პერსონას ამ ეგოს ირგვლივ და ვაღწევთ საბაზისო ცხოვრებისეულ მიზნებს, რომელიც თავიდანვე დავისახეთ. მ, მაგრამ როცა ამ მიზნებს მივაღწიეთ, გვჭირდება საკუთარ შინაგან სამყაროში ჩაძირვა, იმისათვის, რომ ვიაროთ შინაგანი თვითობისკენ. თუ ამას არ ვაკეთებთ, შესაბამისად არ ვექვემდებარებით ინდივიდუაციის პროცესს და ეს გამოიხატება დანაშაულის გრძნობით, ნევროზებით და სხვა არასასურველი შედეგებით. იუნგის თქმით, ხომ ინდივიდუაცია ან ნებაყოფლობითია ან იძულებითი? იმართეთ საკუთარ თავს და დაფიქრდით, ის მიზნები, რომელიც დაისახეთ 12, 14, 16, 20 წლის ასაკში მიაღწიეთ გარკვეული დოზით, 80%-ით მაინც? თუ მიაღწიეთ, სრულიად შესაძლებელია, რომ გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე. მოდით ცოტა ზელენსკის კონცეფციის იქითაც გადავიხედოთ და ვნახოთ იუნგის კლასიფიკაცია რომელიც კარგადაა ადაპტირებული ჰენდერსონის მიერ, სადაც გამოყოფილია 5 სტადია. პირველი სტადია ესაა 1. მისტიკური თანამონაწილეობა - ადამიანის იდენტიფიცირება გარე სამყაროში. მაგრამ ის არ აცნობიერებს, რომ ამ მდგომარეობაშია. სუბიექტი ემთხვევა ობიექტს. ადამიანი და გარე სამყარო ერთმანეთთანაა შერწყმული ერთ მთლიანობად. ყველაზე მარტივი მაგალითები არიან ბავშვები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან დიფრენეცირებული|გამოყოფილი დედისგან და მამისგან. ცხოვრობენ ერთგვარ სიმბიოზში, რადგან მათი სამყარო ფაქტობრივად მიბმულია მშობლებზე და მხოლოდ გარკვეულ მომენტში ცნობიერება იღვიძებს და ის უკვე იგებს, რომ არსებობს. ამ მომენტამდე შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ასეთი მისტიკური თანამონაწილეობის ფორმით. არის უფრო პროზაული მაგალითიც, როცა მასწავლებელი ცხოვრობს საკუთარი სამსახურით ან ნებისმიერი შრომისმოყვარე ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს მთლიანად ასოცირებას უკეთებს იმასთან, რასაც აკეთებს. ამ შემთხვევაში ვამბობთ, რომ ფაქტობრივად ეგო, პერსონა, საქმე შერწყმულია ერთ მთლიანობად და არ შეიძლება მათი განხილვა დამოუკიდებლად. და თუ ადამიანი თავდაპირველად ფიქრობს, რომ შეუძლია საკუთარი პერსონა აკონტროლოს და შესაბამისად საკუთარი სამუშაოც, რაღაც მომენტში სამუშაო აკონტროლებს ადამიანს. შეიძლება ანალოგია მოვიტანოთ ალკოჰოლიზმთან. თავდაპირველად ადამიანს შეუძლია აკონტროლოს საკუთარი ჩვევა, მაგრამ შემდეგ ჩვევა აკონტროლებს ადამიანს. კიდევ ერთი ვარიანტია სოციალური როლი. ალბათ ყველას გვინახავს დედების მაგალითი, რომლებიც იმდენად არიან დედის როლში ჩაძირული და შეხორცებული, რომ თვითონ ადამიანი ამ როლის მიღმა აღარ ჩანს. ესეც მისტიკური თანამონაწილეობის ეტაპია. ობიექტთან ეს მისტიკური თანამონაწილეობა შეიძლება სხვადასხვაგვარად მიმდინარეობდეს პროექციის, ინტროექციის, იდენტიფიკაციის სისტემების და მისთანების ხარჯზე. მრავალი ფსიქოლოგიური ორგანიზმი შეიძლება იყოს, რომელიც უზრუნველყოფს მისტიკური თანამონაწილეობის მხარდაჭერას. საინტერესოა, რომ ჩვენ დავიწყეთ პირველი სტადიით და ავალთ მეხუთემდე, მაგრამ პირველი და მეხუთე ერთი მთლიანობაა. პირველი უკვე თვალნათელია, რომ სუბიექტისა და ობიექტის მთლიანობაა. მაგრამ ისინი წარმოადგენენ ერთსა და იმავეს, მაგრამ არის მნიშვნელოვანი განსხვავება- ცნობიერება. მისტიკური თანამონაწილეობის პირველ სტადიაზე არ არსებობს გაცნობიერება იმისა, რომ სუბიექტი და ობიექტი შერწყმულია, ანუ ბავშვი არ აცნობიერებს, რომ ის შერწყმულია დედასთან. მეხუთე სტადიაზე კი ცნობიერება არის არსებითი. ჰაიდეგერი ამბობდა, რომ ადამიანს შეუძლია არსებობის ორი მოდუსი: ყოველდღიური ცხოვრების მოდუსით ანუ ჩვენი ჩვეულებრივი ბიოლოგიური სამყარო, სადაც დაკავებული ვართ რუტინული საქმეებით და გაცნბიერებულობის მოდუსი, როდესაც ჩვენ ვაცნობიერებთ არა მარტო თვითონ ფაქტს, რომ ვარსებობთ და რომ საგნებს აქვთ საკუთარი ყოფა, არამედ როცა ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ჩვენი არსებობის გამო და ჩვენი არჩევანი იგრძნობა. 2 სტადია პროექციული. ვლინდება ობიექტებს შორის განსხვავება, განსხვავებით პირველი სტადიისგან, სადაც სუბიექტი და ობიექტი შერწყმულია. ინდივიდი უკვე იწყებს საკუთარ თავსა და ობიექტს შორის განსხვავების გაცნობიერებას. მაგალითად, დედა გამოიყოფა როგორც ობიექტი, საყვარელი სათამაშოები ან ნათელი საგნები გამოიყოფა როგორც ობიექტები. სუბიექტი იწყებს საგნების გამოყოფასა და ამორჩევას საკუთარი პროექციისთვის, . ბუნებრივია, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ხდებიან მშობლები, რაღაც დოზით მათი გაღმერთება ხდება, დედას შეუძლია ყველაფერი, დედას მე ვუყვარვარ უსასრულოდ და უზომოდ და ა.შ. ეს გაღმერთება მიუთითებს განსაზღვრული პროექციის წარმოქმნაზე. ასეთი პროექციებისთვის ობიექტები შეიძლება იყონ არა მხოლოდ მშობლები, არამედ და-ძმა, ბებია-ბაბუები, რომელიღაც მასწავლებლები, ნათლიები, ან ნებისმიერი, ვინც სუბიექტისთვის ავტორიტეტული ფიგურაა.რა არის ამ სტადიის მიზანი> ესაა ოკულტირება და საბაზისო ადაპტაცია. გაუცნობიერებელი მდგომარეობიდან ინდივიდი გადადის მინიმალურ გაცნობიერებაზე და შესაბამისად ინდივიდებმა უნდა დაისწავლონ საბაზისო წესები რა შეიძლება და რა არ შეიძლება. მთლიანობაში სიყვარულიც, ქორწინებაც შეიძლება ამ სტადიას მივაკუთვნოთ. რატომ> იმიტომ, რომ ასე წარმოიქმნება შეყვარების პროცესიც. სიყვარული ხომ ინდივიდების ურთიერთპროექცია? შესაბამისად, იგივე მექანიზმია: ვირჩევთ ჩვენთვის მნიშვნელოვან სხვა ადამიანს და ვახდენთ მასზე საკუთარი შინაგანი თვისებების პროეცირებას, იმის გაუცნობიერებლად, რომ სინამდვილეში ეს ჩვენი თვისებებია. ანუ ამ სტადიაზე ჩვენი დადებითი და ნეგატიური თვისებები პროეცირდება სხვებზე, გარემოცვაზე. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვესმის, რომ სინამდვილეში ეს ჩვენი თვისებებია. ამ სტადიის დასასრულად შეიძლება მივიჩნიოთ საბაზისო ცხოვრებისეული მიზნების და მოთხოვნილებების მიღწევა. საკუთარი ეგოსა და პერსონის კონსტუირება. ანუ ის, რაც ზელენსკის კლასიფიკაციისას პირველ ეტაპს წარმოადგენდა. ამ სტადიის ფორმულირება შეგვიძლია როგორც არქეტიპი „ გმირის გზა“. მთელი ეს არქეტიპი მიმდინარეობს სწორედ ამ მეორე- პროექციულ სტადიაზე. 3.სტადია - აბსტრაქტული სტადია. ადამიანი სწავლობს აბსტრაქტულად აზროვნებას, სწავლობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია პროექციის გამოყოფა მათი მფლობელებისგან. ანუ ადამიანი უკვე იწყებს გაგებას, რომ ის პრობლემები, რომელსაც ხედავდა სამყაროში, სინამდვილეში მისი ხასიათის ნეგატიური მხარეებია, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ის, რომ პროექციების დეიდალიზაება ხდება. თუ მეორე ეტაპზე ადამიანს შეეძლო მისი იდეალებისა და კერპების შექმნა მომღერლებისგან, ბლოგერებისგან, ფეხბურთელებისგან, მოდელებისგან და ა.შ. უკვე ამ ეტაპზე კერპები პრაქტიკულად აღარ არსებობენ. მსგავსი თვისებების პროეცირება ხდება, მაგრამ ხდება უკვე აბსტრაქციებზე. მაგალითად ღმერთზე, ბედისწერაზე, ჭეშმარიტებაზე. უკვე გასაგები ხდება ძირითადი მიმართულება. ინტერესი ჩნდება ფილოსოფიის, თეოლოგიის, სულიერების მიმართ, ცხოვრების აზრის პოვნის მიმართ. თუ მანამდე გაღმერთებული იყვნენ მშობლები, შემდეგ კი მომღერლები, მსახიობები და ა.შ., ამ სტადიაზე მიმდინარეობს ფასეულობების გაკერპება. მაგალითად, მორალურ-ეთიკური ფასეულობების ან უბრალოდ, რაღაც აბსტრაქტული საგნები, რომელთაც ამა თუ იმ მიზეზით ადამიანი თვლის მისთვის მნიშვნელოვნად და რაღაც დოზით ეს საგნები იწყებენ ადამიანის ფლობას ნომინალური მნიშვნელობით. რადგან მისი ფასეულობები ემთხვევა ამა თუ იმ იდეოლოგიის ფასეულობებს. სწორედ ამ ეტაპზე შეიძლება დავაკვირდეთ მოუთმენელ/არაამტან ადამიანებს, მაგალითად, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ფუნდამენტალიზმზე, არ აქვს მნიშვნელობა, რელიგიურზე თუ პოლიტიკურზე, ადამიანები რომლებიც გაეჭედნენ მეორე ან მესამე სტადიაზე. ამავე სტადიაზე წარმოიქმნება მეორე საინტერესო ფენომენი- ეს არის ემპათიის შესუსტება. შეიძლება იფიქროთ, რა არის ამაში კარგი?მაგრამ არსებობს ემპათიის ძალაინ მნიშვნელოვანი ასპექტი, ემპათია შეიძლება იყოს ორი ტიპის. პირველი ტიპია სხვა ადამიანის თანაგრძნობა, თანაწუხილი აზრებით, გრძნობებით, ემოციებით მეორე ტიპია, როცა ემპათია წარმოიქმნება როგორც აფექტი რაღაც ემოციურ დონეზე, რაც შეიძლება განვიხილოთ როგორც მისტიკური თანამონაწილეობა. თუ ადრეულ ეტაპებზე ემპათია შეიძლება გამოვლინდეს ასე სპონტანურად სხვა ადამიანთან იდენტიფიცირების გზით, მესამე სტადიაზე უკვე პროექცია ნელ-ნელა ქვეითდება და თუ რაიმეზე პროეცირება ხდება, ის უფრო აბსტრაქტულზე და ნაკლებად ადამიანებზე. ასე რომ ემპათიის ის მექანიზმი, რომელიც ეფუძნება მისტიკურ თანამონაწილეობას, თანდათან უკან დახევას იწყებს და ეს კარგია, რადგან ის ემოციურ სტაბილურობას გვმატებს. ანუ თუ ადრე ადამიანი გაუცნობიერებლად ახდენდა პროეცირებას სხვა ადამიანზე და არ შეეძლო ამის კონტროლირება, ამ სტადიაზე უკვე წარმოიქმნება კონტროლი. ამ სტადიის ნეგატიური ასპექტიო ისაა, რომ წარმოიქმნება სხვადასხვა ტიპის იმპერატივები და ყველაზე სევდიანი, რაც შეიძლება მოხდეს, ადამიანი შეიძლება მიეწებოს რომელიმე იდეოლოგიას. სევდიანი გარემოცვისთვის, რადგან ეს თვითონ ადამიანისთვის ნორმალურია.ეს გზის ის ნაწილია, როცა ფორმირდება ჩვენი ფასეულობები და ვპოულობთ სხვა ადამიანებს, ვისაც ეს ფასეულობები გააჩნიათ. ჩვენ ვგრძნობთ მათ მიმართ რაღაც ნათესაურ მსგავსებას, სულიერ კავშირს.ეს ნორმალურია, მაგრამ თუ ადამიანი მაქსიმალიზმისკენ იხრება, ღმერთმა არ ქნას მიეჯაჭვოს რომელიღაც ფუნდამენტალისტებს, თორემ სოციალური შედეგები იქნება ნეგატიური. ანუ შეჯამებისთვის. აბსტრაქტულ სტადიაზე პროექციები დეიდეალიზდება, და თუ რჩება, მხოლოდ აბსტრაქციებზე - ღმერთი, ბედისწერა, ჭეშმარიტება.ვითარდება იმპერატივები, ვალდებულებები. ადამიანი შეიძლება დაექვემდებაროს ანა თუ იმ იდეოლოგიას, როგორიც რელიგიურს. ისე პოლიტიკურს. მცირდება ემპათიისა და ნებისმიერი ემოციური მიჯაჭვულობის ინტენსივობა, წარმოიქმნება უფრო გაცნობიერებული ურთიერთობები ამ ასპექტებთან, ასევე შეიძლება წარმოექმნას ინტერესი ფილოსოფიის, თეოლოგიის, სულიერების მიმართ.სამყარო თანდათან კარგავს თავის საკრალურობას და კარგავს მიზიდულობას. ადამიანი ზრდასრული ხდება. მე-4 სტადიას შეიძლება დავარქვათ პროექციების მოხსნის სტადია. ამ მომენტში თეოლოგიური და იდეოლოგიური პროექციები მცირდება. ეს ისაა, რასაც იუნგი უწოდებდა: თანამედროვე ადამიანი სულის ძიებაში: ანუ ადამიანი პრაქტიკულად ყველაფრის დესაკრალიზებას ახდენს. ვალდებულებითი იმპერატივები, რომლებიც წინა სტადიაზე წარმოიქმნენ თანდათან კარგავენ ფასეულობას. სული, ყოფა, სამყარო- ყველაფერი ჩანაცვლდება მექანიკური მიდგომით. ეს მექანიზმია გაშვებული სადღაც, რომელსაც არაფერი აქვს შიგნით. კარგია იმის გააზრება, რომ დემონები გარდაიქმნებიან ფსიქოლოგიურ სიმპტომებად და ტვინის ბიოქიმიურ დისბალანსად. სულიერი მიზნები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნენ წინა ეტაპზე, ჩანაცვლდებიან უტილიტარისტულით. პრინციპები შეფარდებითი ხდება, ფასეულობები კი სხვა არაფერი, თუ არა ნებელობითი კულტურული ტრადიციებიდან გამომდინარე. წარმოიქმნება სეკულარულობა, ჰუმანიზმი და თუ ვსაუბრობთ თანამედროვე დისკურსზე, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთადერთ ავტორიტეტად რჩება ეგო. ეგო, როგორც მთავარი მსაჯი, ეგო, რომელსაც უნდა მოუსმინო და ამან არ შეიძლება არ გამოიწვიოს ინფლაცია. ეგო ფიქრობს, რომ ის ღმერთია, მაგრამ ის ღმერთი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ადამიანი გვეჩვენება გონიერი და რეალობაში ფესვგადგმული, მაგრამ სინამდვილეში ის უჭკუოა და ალბათ ეს სტადია ყველაზე კარგად შეიძლება აღვწეროთ ელისის ჯადოსნურ ქვეყნის პერსონაჟებით - სულელი მექუდე და მატის კურდღელი, რომელიც მუდამ ჩქარობს. ბოლო სტადია ეს არის „ეგო-თვითობის“ ღერძის შექმნის სტადია. ამ სტადიაზე ბოლოს და ბოლოს ადამიანი აღიარებს, რომ აი, ვარ მე, არის ფსიქოლოგიური რეალობა, მე მასში ვცხოვრობ, მასთან ვურთიერთქმედებ, მაგრამ მე მას არ ვმართავ. მე ვახდენ პროეცირებას სხვა ადამიანებზე, მაგრამ ამას ხომ გაცნობიერებულად ვაკეთებ? მესმის, რომ დიახ, ეს ჩემი თვისებებია, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზებით მე ისინი გადამაქვს. ამ სტადიაზე სული ღრმა რეფლექსიის საგანი ხდება და იწყება თვითანალიზი, შინაგანი აზრების ძებნა. ამ სტადიაზე ხდება ცნობიერის და არაცნობიერის ინტეგრაცია, სწრაფვა მთლიანობისკენ. ინტეგრაცია შესაძლებელი ხდება ტრანსცედენტური ფუნქციით. ეგო აღარ იდენტიფიცირდება არქეტიპულ ხატ-სახეებთან. არქეტიპული ხატ-სახეები კი უკვე ფსიქიკის შიგნითაა. მაგალითად, მესამე სტადიაზე ეს ხატ-სახეები პროეცირდებოდნენ აბსტრაქციებზე, როგორიცაა სიმართლე, ჭეშმარიტება, ღმერთი და ა.შ. აი, ასეთ 5 სტადიას წარმოგვიდგენს იუნგი. 83 1-ს მოსწონს
|