x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"კარადასთან იყო ძირს, სულ სისხლიანი" - მკვლელობა ბოლნისის მუნიციპალიტეტში
image

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში ქალი მოკლეს. 71 წლის ქალის ცხედარი საკუთარ სახლში, 6 აპრილს, მეზობლებმა იპოვეს.


მოკლულს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მეზობლები ჰყვებიან, რომ პენსიონერი სახლში მარტო ცხოვრობდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სისხლის კვალიც იყო.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები. სავარაუდო ბრალდებული მოკლულის გერია.



მომხდარის შესახებ საუბრობენ ქალის ახლობლები.


"მეზობელი მოვიდა რაღაცის სათხოვნელად, დაუძახა, ხმას არ იღებდა, მერე ტელეფონზე დაურეკეს, არ იღებდა, მერე უკვე ჩვენ დაგვირეკეს, კარს არ აღებსო. მაშინ ვუთხარით, კარი გატეხეთ-თქო. მოვიდნენ მეზობლები და გატეხეს კარი, კარადასთან იყო ძირს, სულ სისხლიანი. მარტო ცხოვრობდა და მისი თანხა არავის არ ეცოდინებოდა, მაგრამ საკმაოდ ჰქონდა", - განაცხადა მოკლულის ახლობელმა..

0
60
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...