სოციალურ ქსელებში დღეს მარტო ერთი თემა განიხილებოდა, საქართველოდან გაქცეულ მინისტრებსა და ჩინოვნიკებს კულტურის სფეროს წარმომადგენლების უერთდებიან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფავორიტმა და საყვარელმა მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ დატოვა. საზოგადოების ნაწილმა ის მაშინ დაივიწყა, როდესაც ფილარმონიიდან გამოსულმა სოფო ნიჟარაძემ ტელე-კომპანია რუსთავი2-ის ყოფილ თანამშრომელს დავით გოგიშვილს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ციყვი არ გრცხვენია"?, რასაც აქციის მონაწილეთა მღელვარება და გაღიზიანება მოჰყვა. როგორც გოგიშვილმა გვითხრა, სოფო ნიჟარაძის გაღიზიანება მისმა პოლიტიკურმა ორიენტაციამ გამოიწვია სოფო ნიჟარაძემ Facebook-ის პირად გვერდზე განცხადება გააკეთა და საზოგადოებას განუმარტა, რომ როდესაც ის გუშინ, 17 სექტემბერს, მიუზიკლ ”ვერის უბნის მელოდიების” დასრულების შემდეგ, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზს ტოვებდა, პატიმრების წამების შესახებ კადრები ნანახი არ ჰქონდა.
მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს თურქული მედია, რომლის ცნობითაც, პოლიტიკური ვნებათაღელვით სავსე საქართველოს გარიდებული მომღერალი ხმელთაშუა ზღვის კურორტ კუშადასში იმყოფება. თურქული მედიის ცნობით, სოფო ნიჟარაძე ქალაქ კუშადასში სამდღიან ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას და ქალაქის ქუჩებში ჯაზ-ჯგუფთან ერთად კონცერტებს გამართავს. საზოგადოების უმრავლესობა თვლის, რომ სოფო გაიქცა საქართველოდ ისე, როგორც მინისტრები გაიქცნენ. ალბათ ამ ამბების გამო გააკეთა სოფომ თავის განცხადება ფეისბუქზე, ის ამბობს, რომ წასულია თურქეთში ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად და მალე დაბრუნდება.