კონფლიქტები რუსებმა ქართველ ცოლ-ქმარს დაუსწრებლად განაჩენი გამოუტანეს და მათზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს 25 მარტი, 16:58 ![]() გამომძიებლების თქმით, ბეგლარაშვილი უკრაინის არმიის მხარეზე ქართული ეროვნული ლეგიონის შემადგენლობაში 2022 წლის თებერვლიდან 2024 წლის ნოემბრამდე იბრძოდა. რისთვისაც მან ფულადი ჯილდო 2, 6 მილიონ რუბლზე მეტი მიიღო. ბეგლარაშვილზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა. ![]() მანამდე, 2024 წლის ივნისში, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისე რუსუდან ივანეიშვილს 13-წლიან პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. "საგამოძიებო კომიტეტის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები სასამართლომ საკმარისად მიიჩნია იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე რუსუდან ივანეიშვილისთვის დაუსწრებლად განაჩენი გამოეტანა. ის შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობაშია დამნაშავე". – ნათქვამი იყო საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში. ცნობისათვის, 2022 წლის აპრილში, სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის, გამოვლენილი პირადი გამბედაობისა და თავდაუზოგავი ქმედებებისთვის - ვოლოდიმირ ზელენკსიმ უკრაინაში მებრძოლი ქართველი ცოლ-ქმარი, გელა ბეგლარაშვილი და რუსუდან ივანეიშვილი ბოგდან ხმელნიცკის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. მანამდე ვწერდით, უკრაინის მხარეს მებრძოლ 40 წლის ნიკოლოზ ბერიანიძეზე, რომელსაც მარიუპოლში სამი რუსი ჯარისკაცის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 256 2-ს მოსწონს
|