x
image
ლურჯი თოლია
გიორგი მაზნიაშვილი - საქართველოს დაუმარცხებელი გენერალი

გიორგი მაზნიაშვილი

1918 წელს რუსეთ-თურქეთის ფრონტი დაიშალა. რუსის ჯარი სამშობლოში დაბრუნებას თბილისზე გავლით აპირებდა. ბოლშევიკები შეეცადნენ ამ ჯარის საშუალებით საქართველოში გადატრიალება მოეწყოთ და ბოლშევიკური რეჟიმი დაემყარებინათ. გენერალმა მაზნიაშვილმა უწინამძღვრა ქართველ მუსლიმთა საკავალერიო პოლკს, მოიშველია ჯავშანმატარებელი, დაამარცხა და განდევნა ბოლშევიკები.

1918 წლის 3 მარტს ბრესტის ზავით, რუსებმა ბათუმი თურქებს დაუთმეს. თურქებმა ბათუმი დაიკავეს. გურიაში შეიჭრდნენ და ოზურგეთს მიადგნენ. გენერალი გიორგი სათავეში ჩაუდგა გურია-აჭარის სახალხო ლაშქარს, შეიერთა პროფესიული სამხედრო რაზმები და 6 აპრილს მდინარე ჩოლოქთან გაანადგურა თურქეთის საოკუპაციო არმია.

1918 წელს აფხაზეთში შემოიჭრა დენიკინის არმია, გენერალ მოისეევის მეთაურობით, 18 ივნისს აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა გენერალი მაზნიაშვილი. მან ქართული ჯარით, რომელშიც 300 აფხაზი მხედარიც ირიცხებოდა, სძლია მოისეევის რუსულ საოკუპაციო არმიას და ერთმანეთის მიყოლებით გაათავისუფლა გაგრა, სოჭი და ტუაფსე, ამიერიდან დაუმარცხებელი გენერლის წყალობით საქართველო კვლავ ნიკოფსიიდან იწყებოდა.

1918 წლის 7 დეკემბერს საქართველოს თავს დაესხა სომხეთი. 17 დეკემბერს ფრონტის სარდლად დაინიშნა გენერალი მაზნიაშვილი. 18 დეკემბერს ბოლნის-ხაჩინთან, ხოლო 28 დეკემბერს შულავერთან განადგურებულ იქნა სომხეთის არმია. გენერალ მაზნიაშვილის შენაერთები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და ერევნამდე ჩავიდნენ. მათ შეეძლოთ ერევნის აღება, თუმცა 31 დეკემბერს ინგლისის თხოვნით, ნოე ჟორდანიას მთავრობამ ომი შეწყვიტა.

1920 წელს მაზნიაშვილი თბილისის გარნიზონს ჩაუდგა სათავეში. 1921 წლის 16 თებერვალს, საქართველოში შემოიჭრა რუსეთის მე-11 არმია. გიორგი მაზნიაშვილი ტაბახმელას ფრონტის სარდლად დაინიშნა. ჟორდანიამ არ გამოაცხადა მობილიზაცია. ამიტომ მაზნიაშვილს მოუწია სახელდახელოდ შეეკრიბა ლაშქარი და ასეთი რაზმებითაც კი ბრწყინვალე გამარვებები მოიპოვა მტერზე. 1500 ტყვეც იგდო ხელთ. კონტრშეტევისთვისაც კი დაიწყო მზადება, მაგრამ 1921 წლის 24 თებერვალს, ღამის თერთმეტ საათზე მიიღო ნოე ჟორდანიას ბრძანება, უბრძოლველად მოეხსნა ფრონტი და თბილისი დაეტოვებინა. 1921 წლის მარტში მაზნიაშვილი ბათუმშია. 16 მარტს ინგლისი გაურიგდა რუსეთს და ხელი აიღო საქართველოს დახმარებაზე.

ამავე დროს რუსეთმა აჭარა-მესხეთი თურქებს დაუთმო. ბათუმში თურქული არმია შემოვიდა. 18 მარტს საქართველოს მენშევიკური მთავრობა საზღვარგარეთ სამარცხვინოდ გაიქცა. ბათუმი განწირული გახლდათ. გენერალმა მაზინიაშვილმა ყველასგან მოულოდნელად გარს შემოიკრიბა ქართველი მებრძოლები - აჭარელთა ლეგიონი, რომელსაც ასლანბეგ აბაშიძე თაოსნობდა და 18 მარტს ყველასთვის გასაოცრად თურქეთის მთავრობას მოსთხოვა ერთ საათში ბათუმის სრულად დაცლა. თურქებმა უპასუხოდ დატოვეს უკვე რუსებთან დამარცხებული ქვეყნის გენერლის ულტიმატუმი და სასაცილოდ აიგდეს. დაუმარცხებელი ზეკაცი შეტევაზე გადავიდა სძლია თურქებს ბათუმში შემდეგ ფარცხანასთან, შემდეგ კახაბერის ველზე და ქალაქ ტრაპიზონამდე სდია გაქცეულ თურქებს.

1
81
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
81
  
23 მარტი, 18:47
ცნობისათვის გირგი მაზნიაშვილი მამით რუსი იყო გვარად მაზნევი, გიორგის ქართულად ლაპარაკი უჭირდა. სურათზე მარცხნივ გიორგი მაზნიაშვილია, მარგვნივ გენერალი გიორგი კვინიტაძეა.
0 1 1
Loading...