x
image
ლურჯი თოლია
Mediator image
გურული ცხენოსნების ამერიკული წარმატება

გურული ცხენოსნები

მე-19 საუკუნის მიწურულს ქართველ ერს ცნობადობა, ალბათ, პირველებმა მოუტანეს გურულმა ცხენოსნებმა. მაშინ არავინ იცოდა, რა იყო საქართველო, ამიტომ მათ რუს კაზაკებად იცნობდნენ და Buffalo Bills Wild West Shows-ს მთავარ და გამორჩეულ ნაწილს წარმოადგენდნენ. მათ შოუში წარმოდგენილი იყო ხალხური ცეკვები და ტრიუკები, რამაც აშკარად გავლენა მოახდინა შეერთებულ შტატებში კოვბოებზე.


ქართველი ცხენოსნების ისტორია 1892 წლიდან იწყება, როდესაც ისინი შეუერთდნენ Buffalo Bills Wild West Shows-ს ინგლისში პრინც ივანე მახარაძის ხელმძღვანელობით. შემდეგ ისინი გადავიდნენ შეერთებულ შტატებში, სადაც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოდიოდნენ. მათი ჩვენებები უჩვეულო იყო, რადგან ყველა მათგანი იყო გამოწყობილი ნაციონალურ კოსტიუმებში, ჩოხაში და ცხენზე ჯირითისას თან მღეროდნენ და ატარებდნენ იარაღს.


ისინი ჯერ არენის გარშემო მოძრაოდნენ, შუა სცენაზე გაჩერდნენ და ერთად სხვადასხვა ნომრებს ასრულებდნენ. შემდეგ მათ დაიწყეს ახალი სიმღერა და ხელჩაკიდების თანხლებით შეასრულეს ერთ-ერთი მშობლიური ცეკვა, რასაც შემდეგ ტრიუკები მოჰყვა. ეს ტრიუკი გამორჩეული იყო, მაგალოთად, პირდაპირ უნაგირზე დგომა, სამი ცხენის ერთდროულად ტარება, მიწაზე გადახტომა და ცხენზე უკან დაბრუნება და სხვა.


მათი გავლენა დღემდე იგრძნობა ამერიკის არაერთ როდეოზე.

0
61
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
Mediator image
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0