x
image
ლურჯი თოლია
მეგრელი ქალების აჯანყება საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ

მეამბოხე ქალები მათი ოჯახების კუთვნილი ქონების საერთო სარგებლობისთვის ჩამორთმევას აპროტესტებდნენ.

მეგრელი ქალები

სოფელი ჭოღა მაშინ ოთხი სოფლის ცენტრად ითვლებოდა. ზუსტად ისე, როგორც სამეგრელოში იცოდნენ გლოვის დროს თმის გაშლა და კივილი, პროტესტიც ამ ფორმით გამოუხატავთ სოფლის ცენტრში.

იმ დღეს, მაზრიდან სოფელ ჭოღაში ჩასული ყოფილა ჩინოვნიკი, რომელიც ხალხს აცნობდა, თუ ვის რა ქონება ჩამოერთვა (ან ჩამოერთმეოდა) „საერთო სიკეთისათვის“.

ეს კაცი შემაღლებულ ადგილას მდგარა, საიდანაც აჯანყების ხელმძღვანელს, კარა პაპავას ის ძალით ჩამოუგდია - არეულობა და გასროლაც ამას მოჰყოლია. სროლისას სამი ქალი დაიღუპა. მათ შორის ყოფილა 16 წლის ვერა შენგელიაც.

კარა პაპავა, როგორც ამბოხის მეთაური, დაუჭერიათ და ჯერ წალენჯიხაში, შემდეგ ზუგდიდში, ბოლოს კი თბილისში, მეტეხის ციხეში გადაუყვანიათ. კარას უკვე ექვსი შვილი ჰყოლია და მეშვიდეზე ყოფილა ფეხმძიმედ. ორსულობის ამბავი მას ციხეში ყოფნისას გაუგია. ამბობენ, სწორედ ამ მიზეზით გამოუშვიათ ციხიდან.

0
270
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...