x
image
ლურჯი თოლია
Mediator image
როგორ ცხოვრობენ ორთითა ადამიანები ?
აფრიკული ტომი
აფრიკული ტომი Doma ან vaDoma, რომლის წარმომადგენელთა უმეტესობას ფეხზე მხოლოდ ორი თითი აქვს.


აფრიკის უღრან ტყეში, ზიმბაბვეს და ბოტსვანას შორის მდებარე ტერიტორიაზე ბინადრობს უჩვეულო ტომი. ტომის წევრთა რაოდენობა 16 000 არ აღემატება. ტომის წარმომადგენლები ძირითადად თავს ნადირობით, თევზაობითა და შემგროვებლობით ირჩენენ.


ტომის წარმომადგენელთა უმეტესობას ფეხის ტერფზე სულ 2 თითი აქვს. ორთითა ადამიანების შესახებ პირველად ამერიკელმა მოგზაურმა პოლ დიუ შაიუმ გაიგო.


1863 წელს მან გამოსცა წიგნი, სადაც აღწერა მოგზაურობა აფრიკაში და პირველად ახსენა უჩვეულო ორთითა ადამიანები. 1971 წელს პირველი სმეცნიერო ექსპედიცია მოეწყო ორთითა ტომის შესასწავლად.



ვადომას წარმომადგენლები ძალიან სწრაფად დარბიან, ხიდან ხეზე მარტივად ხტებიან, ხეზე ასულებს კი შეუძლიათ რამდენიმე დღე გაატარონ ხილის კრეფაში.


მათივე ლეგენდის თანახმად, ტომის წინაპრები წარმოიშვა ბაობაბის ხიდან.


მეცნიერების კვლევის მიხედვით, ეს აუტოსომიურ დომინანტური დაავადება გამოწვეულია მესამე ქრომოსომის ერთი მუტაციით.



image
0
142
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0