x
image
ლურჯი თოლია
ყველაზე სკანდალური პრინცი - ცნობილი ოჯახი და მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება
პრინცი ალბერტი
ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური სამეფო ოჯახის წევრი - მონაკოს მმართველი პრინცი ალბერტი. წლებია პრინცის პირადი ცხოვრება განხილვის საგანია.
მან 2011 წელს, 53 წლის ასაკში, 11 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, იქორწინა 20 წლით უმცროს ოლიმპიურ ჩემპიონ შარლენ ვიტსტოკზე. ქორწილის პერიოდში პრესაში აქტიურად იწერებოდა სტატიები, რომ შარლენს არ სურდა ქორწილი და სამეფო ოჯახი მას აიძლებდა, რადგან ნიშნობის ჩაშლა დიდ სკანდალს გამოიწვევდა. ეს აზრი გამყარდა ქორწილის კადრებით, სადაც პატარძალი სულაც არ გამოიყურებოდა ბედნიერად. 2018 წელს კვლავ აქტიურად საუბრობდნენ წყვილს შორის უთანხმოებაზე და შარლენის განქორწინების სურვილზე, ამას ისიც ემატებოდა რომ პრინცესა თვეების განმავლობაში არ ჩანდა საჯაროდ. თუმცა, ბოლო წლებია, წყვილი აქტიურად ჩნდება სხვადასხვა ღონისძიებებზე. მათ ორი შვილი ჰყავთ.
დიდი განხილვის საგანი პრინცის ქორწილამდელი ცხოვრება იყო. მას ორი არალეგიტიმური შვილი ჰყავს.
32 წლის ქალშვილი - ჟასმინ გრეის გრიმალდი ამერიკელი ქალიგან ჰყავს. სასამართლომ მამობა 2006 წელს აღიარა.
ვაჟი ალექსანდრე ნოსტე 2003 წელს შეეძინა ტონგოელი სტიუარდესასგან. სასამართლომ 2005 წელს დაადასტურა პრინცის მამობა.
2020 წელს ბრაზილიელმა ქალმა შეიტანა სარჩელი მამობის დასადგენად, მაგრამ სასამართლო ჩაიშალა.
არც ერთი მათგანი არ ატარებს სამეფო ტიტულს და არ აქვთ უფლება ტახტზე ან მემკვიდრეობაზე. ალბერტის მემკვიდრე კანონიერი ქორწინებიდან დაბადებული ვაჟია.
0
171
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...