სხვა კნუტმა ბავშვთა ონკოლოგიურ საავადმყოფოში ნამდვილი სასწაული მოახდინა 21 მარტი, 9:43 ის ექიმი იყო და ონკოლოგიური საავადმყოფოს, ბავშვთა განყოფილებაში მუშაობდა. ეს განყოფილება ყველაზე რთულად ითვლებოდა და იქიდან გამუდმებით გარბოდნენ ექიმები, ექთნები და სანიტრებიც კი. გარბოდნენ ნებისმიერი მიზეზით... არავის შეეძლო დიდი ხნის მანძილზე, იმის ყურება, როგორ ქრებოდა ბავშვების თვალებში, იმედი და უკანასკნელი ნაპერწკალი. ის კი, რაღაცნაირად შემორჩა... ხანდახან, ის განყოფილებიდან გარეთ გადიოდა, რომ ამოესუნთქა და რამდენიმე წუთით, იმ საშინელი რეალობისგან თავი დაეღწია. სწორედ იქ გადააწყდა ფეხმძიმე კატას, რომელიც ფეხებზე გაეგლასუნა და საბრალოდ კნაოდა. – ღმერთო! – ცას შეხედა ექიმმა. – რატომ მსჯი? ნეტა რა დავაშავე, წინა ცხოვრებაში? შემდეგ ისევ ქვემოთ დაიხედა და კატას მიმართა: – რა გინდა? ჩემგან რას ელი? ქალმა ირგვლივ მიმოიხედა, ქურთუკი გაიხადა, კატა შიგ გაახვია... და ის გაჩუმდა – მიხვდა, რომ ადამიანს მისი დახმარება უნდოდა. თავის კაბინეტში ჩაკეტვის შემდეგ, ექიმმა ნაცრისფერი კატა გულდასმით დაათვალიერა და აღმოაჩინა, რომ მშობიარობა ნებისმიერ დღეს შეიძლებოდა დაწყებულიყო. თავისი მორიგეობის დამთავრების შემდეგ, სახლში წაიყვანა და რამდენიმე დღის შემდეგ, კატას კნუტები შეეძინა. მაგრამ, რძე არ ჰქონდა და ექიმი იძულებული გახდა, კნუტები სამუშაოზე წაეყვანა. 3 კნუტი კაბინეტში ჩაკეტა და 4 საათში ერთხელ აკითხავდა, რომ საკვები მიეცა. საღამოს კი, ისევ სახლში მიჰყავდა... ერთი ძალიან სუსტი იყო და ამიტომ, მას ხალათის ჯიბეში ისვამდა, რომ გაეთბო. პატარა არსება ჯიბეში ძილს მიეჩვია და მშვიდად ფშვინავდა. მისი ხმა არავის ესმოდა, ექიმის გარდა... და ეს ხმა მას ამშვიდებდა. ექიმი ნეგატიურ გარემოზე ნაკლებად ღიზიანდებოდა და უფრო მშვიდი გახდა. განყოფილების გამგემ შეაქო კიდეც... დრო გადიოდა, ჯიბე საკმაოდ ღრმა იყო და კნუტს იქიდან ამოსვლა არ შეეძლო. მაგრამ, 2 კვირის შემდეგ, პატარა მოძლიერდა და ერთხელაც... იმის ნაცვლად, რომ დაეძინა და თავის კვების დროს დალოდებოდა, ჯიბის შიდა მხარეს, ბასრი კლანჭებით ზევით აძვრა, სახე გარეთ ამოყო და თავისი ცნობისმოყვარე თვალებით, ირგვლივ მიმოიხედა. და ისე მოხდა, რომ სწორედ იმ მომენტში, ექიმი პატარა გოგონას სინჯავდა. მისი პროგნოზი არც ისე კარგი იყო... უფრო სწორედ, პროგნოზი, მაქსიმუმ, 1 წელი იყო. ხოლო, შემდეგ... ექიმი ცდილობდა, ამაზე არ ეფიქრა და გოგონას კნუტი, ვიდრე შემოვლას დაასრულებდა, სათამაშოდ დაუტოვა. შემდეგ, უნდა წაეყვანა და გამოეკვება. რადგან პატარა არსებამ პაციენტებში ინტერესი გამოიწვია, ის კნუტებს აჭმევდა და შემდეგ, ბავშვებთან მიჰყავდა. ახლა ბავშვები ექიმს, როგორც ღმერთს ისე ელოდნენ... მათმა თვალებმა სიხარულით, იმედითა და მოლოდინით ბრწყინავდნენ. დამლაგებლები და ექთნები მომხდარის იგნორირებას ცდილობდნენ. ჯერ ერთი, ბავშვები თავს, აშკარად უკეთ გრძნობდნენ. მეორეც, – ნაკლებად აწუხებდნენ სამედიცინო პერსონალს, რაც ყველას აწყობდა. ხოლო, როდესაც განყოფილებაში უფროსი, სხვა ექიმებთან ერთად მიდიოდა, მედ პერსონალი კნუტებს მალავდა. რამდენიმე თვის შემდეგ, ბავშვები უკვე კნუტებს დასდევდნენ და მთელ განყოფილებაში დარბოდნენ, თან საკუთარ ავადმყოფობაზე, ნაკლებად ფიქრობდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, ექიმმა იმ გოგონას გეგმური ანალიზი გაუკეთა და აღმოაჩინა, რომ შედეგი, ბევრად უკეთესი იყო. ცოტა ხნის შემდეგ კი, ბავშვი საავადმყოფოდან გაწერეს. გახარებულმა მშობლებმა, საავადმყოფოდან შვილი პირდაპირ ცხოველთა თავშესაფარში წაიყვანეს და კნუტთან ერთად, ლეკვიც აიყვანეს. ყველას არა, მაგრამ გაუმჯობესება კიდევ ორ ბავშვს დაფიქსირდა... პალატებში უკვე კარგად მოზრდილი კნუტები დადიოდნენ, ხოლო ექთნები და სანიტრები, გამუდმებით სიტუაციას აკონტროლებდნენ. ერთხელაც, ექიმი განყოფილების გამგემ დაიბარა. – აბა დაჯექი, – უთხრა ექიმს. – მე ყველაფერი ვიცი. გგონია, შეგიძლია რაღაც დამიმალო? მოკლედ... მალე პენსიაზე გავდივარ და შემცვლელი მჭირდება. ისეთი კი, არავინ არის. განყოფილებას ვერავის ვუტოვებ, ამიტომ... თუ გინდა, კარგ დახასიათებას მოგცემ და თუ ისურვებ... – ის გაჩუმდა და საკუთარი სკამისკენ გაიშვირა ხელი… ახლა ქალი განყოფილების უფროსია და იქ უცნაური რამეები ხდება: ცხოველები პალატებში და დერეფნებში თავისუფლად დადიან, დამლაგებლებს კი, რეაქციაც კი არა აქვთ. ბავშვებთან მსახიობები, მომღერლები და ჯამბაზები მიდიან... ეხმარებათ ეს პატარა პაციენტებს? – ძნელი სათქმელია. თუმცა, პატარები ნაკლებად ფიქრობენ იმ გარემოზე და სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდნენ... და დიახ, ამ განყოფილებიდან 2–ჯერ უფრო ხშირად ეწერებიან პაციენტები, ვიდრე სხვა, ანალოგიური განყოფილებებიდან. ცოტაა? – კი, ბევრი არ არის... მაგრამ, ერთი გადარჩენილი სიცოცხლეც კი – უკვე ძალიან ბევრია! არხის სხვა სიახლეები:* შემეცნების მიღმა – ტოპ-10 ფენომენი, რომელსაც მეცნიერება ვერ ხსნის* სტალინის სიკვდილის შემდეგ, ბელადის საიდუმლო ოთახები აღმოაჩინეს* კრეატიულობას საზღვრები არ გააჩნია... (20 ფოტო)* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?184 2-ს მოსწონს
|