შოუბიზნესი
"სირცხილი და თავის მოჭრა": სელებრითები, რომელთა ინ#იმური ფოტოები ინტერნეტსივრცეში მოხვდა
16 მარტი, 10:37

ადამიანები საკმაოდ ცნობისმოყვარე არსებები არიან, რომლებსაც ყოველთვის აინტერესებთ თუ რა ხდება დახურულ კარს მიღმა. ყველაზე ხშირად კი ინტერესს ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება იწვევს ამიტომაც ინტერნეტქსელში სულ უფრო ხშირად შეხვდებით მსოფლიო შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა პირადი ხასიათის ფოტოებს, რომლებსაც ხან სელებრითების ყოფილი მეგობრები, ხან მათი ექს-საყვარლები და ხანაც ჰაკერები ანთავსებენ, რომლებსაც როგორც ჩანს, სხვა საქმე მართლაც რომ არ აქვთ.
ალესია კაფელნიკოვა
რამდენიმე წლის წინ, სკანდალური მოდელის ინტიმური ფოტოები ინტერნეტქსელში ვირუსივით გავრცელდა, მოდელის თქმით, აღნიშნული ფოტოები ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილი არ იყო, თუმცა მისი თამამი ფოტოები, რომლებიც აბაზანასა და სარკეში მის მიერვე იყო გადაღებული მთელმა მსოფლიომ იხილა.
კიმ კარდაშიანი
კიმ კარდაშიანმა თავისი ინტიმური ფოტოები ქსელში თავადვე განათავსა, თუმცა როგორც ვარსკვლავმა აღიარა, მას დასამალი არაფერი ჰქონდა და მათ სანახავად საკმარისი იყო მისი მიკრობლოგის ხილვაც კი. იმედგაცრუებულმა ჰაკერებმა ფოტოები არც კი გამოაქვეყნეს, ვინ იცის, შესაძლოა მათ ისინი ზედმეტად მოკრძლებულადაც კი ჩათვალეს.
რიზ უიზერსპუნი
ფილმ "ქერათმიანი ადვოკატის" ვარსკვლავი, რიზ უიზერსპუნი ჰაკერების თავასხმის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. მიუხედავად იმისა, რომ სელებრითი უკვე 48 წლის არის, როგორც ჩანს, ბევრ მამაკაცს მისი შიშველი სხეულის ნახვის სურვილი მაინც არ ასვენებს. მსახიობის ანგარიშებსა და ტელეფონზე ბოლო თავდასხმა სულ ცოტა ხნის წინ, განხორციელდა სადაც ყველა მსურველს შეეძლო იმის ნახვა თუ როგორ პოზირებდა რიზი საწოლში სრულიად შიშველი.
რიტა ორა
ცნობილ ბრიტანელ მომღერალს, რიტა ორას რომელიც ბოიფრენდთან ერთად იახტაზე ისვენებდა, პაპარაცებმა სერიოზული დისკომფორტი შეუქმნეს. შესაძლოა, პოპ- მომღერალი ყველაზე "შეუფერებელ" მომენტში წელს ზედმოთ შიშველი გარუჯვას დღემდე ნანობს.
ჯენიფერ ლოურენსი
ჯენიფერ ლოურენსი ჰაკერების თავდასხმის ობიექტი მაშინ გახდა, როდესაც ინტერნეტქსელში ვარსკვლავის რამდენიმე ათეული ინტიმური ფოტო გავრცელდა. ჰოლივუდის ვარსკვლავი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა, ხოლო მისი ათობით ინტიმური ფოტო ყველამ მოიწონა, და უნდა აღინიშნოს რომ მსგავსი წარმატება არც რიანას, არც სელენა გომესისა და არც კარა დელევინის შიშველ ფოტოებს მოჰყოლია.