საზოგადოებრივი რა მოიპარეს სტალინის კუბოდან? 17 მარტი, 8:36 სსრ კავშირის კომუნისტური პარტიის XXII ყრილობაზე, რომელიც 1961 წლის 17–31 ოქტომბერს ჩატარდა, სტალინის ცხედრის მავზოლეუმიდან გატანის გადაწყვეტილება მიიღეს. პარტიის მუშაკებმა ბელადის «მეორე დაკრძალვისთვის» მზადება დაიწყეს და ის, მკაცრად გასაიდუმლოებულ ატმოსფეროში ჩატარდა... სტალინი 1953 წლის 5 მარტს, 21 საათსა და 50 წუთზე, მოსკოვის გარეუბანში მდებარე აგარაკზე გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, სიკვდილის მიზეზი ინსულტი (სისხლჩაქცევა თავის ტვინში) იყო. ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ხალხის ბელადის ცხოვრების უკანასკნელი დღეების შესახებ, თითქმის, არაფერია ცნობილი. დაზუსტებით, მხოლოდ გარდაცვალების თარიღია ცნობილი, სხვა ინფორმაცია კი, ამ ფაქტთან დაკავშირებით, მეტად წინააღმდეგობრივი ხასიათის არის... უკვე მეორე დღესვე, პროფკავშირების სახლის სვეტებიან დარბაზში ბელადის პანაშვიდი მოეწყო. კუბოში ჩასვენებული ბალზამირებული სტალინი სამხედრო ფორმაში იყო გამოწყობილი.
1953 წელს დაიჭირეს და სიკვდილით დასაჯეს ბერია, მალენკოვი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს და მთავარ პოზიციაზე ხრუშჩოვი აღმოჩნდა. სწორედ მისი ძალისხმევით დაიწყო პიროვნების კულტის განადგურება. ხოლო, აღნიშნულ პროცესში კულმინაციური, 1956 წელი გახდა: ჩამოხსნეს ყველა პლაკატი და ბანერი, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული, სახელები გადაარქვეს ყოფილი ბელადის სახელობის ქალაქებს, ქუჩებს, პარკებს, სკვერებს, კულტურის სახლებს... ხოლო, გაზეთები ინფორმაციით აჭრელდა, რომელიც ადრინდელს არ ჰგავდა.
5 წლის შემდეგ, ლენინგრადის სკკპ პირველმა მდივანმა ივ. სპირიდონოვმა პოლიტბიუროს, სტალინის ცხედრის მავზოლეუმიდან გამოტანის და სხვა ადგილზე დაკრძალეს წინადადებით მიმართა. ვითომ და, ეს ნევსკის და კიროვის მანქანათმშენებლობის ქარხნების მუშების მოთხოვნა იყო. რეზოლუცია – «მავზოლეუმში სტალინის სარკოფაგის შენახვის არამიზანშეწონილების შესახებ» ერთხმად მიიღეს... «ცხედრის გატანის» ოპერაციის სამუშაო ჯგუფში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი ვასილი მჟავანაძე, საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გივი ჯავახიშვილი, სუკ–ის თავმჯდომარე ალექსანდრე შელეპინი, მოსკოვის საქალაქო პარტიის კომიტეტის პირველი მდივანი პიოტრ დემიჩევი და მოსკოვის საკრებულოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლაი დიგაი შედიოდა. მართალია, მჟავანაძემ, დანიშვნის შემდეგ, მოსკოვი სასწრაფოდ დატოვა და ხელახალი დაკრძალვის ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღია.
მანამდე კი, ლაბორატორიაში, სარკოფაგს დამცავი შუშა მოხსნეს და მიცვალებული კუბოში გადაასვენეს. ხოლო შემდეგ, გენერალისიმუსის ფორმიდან სოციალისტური შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავი და ბრილიანტის თვლებით გაფორმებული ეპოლეტები მოხსნეს. გარდა ამისა, პერანგიდან პლატინის ღილები ააჭრეს და ის თითბერით ჩაანაცვლეს. იმის შესახებ, რომ ბელადი მიწას მიაბარეს, საბჭოთა მოქალაქეებმა 1 ნოემბრის დილას შეიტყვეს: მავზოლეუმზე მხოლოდ ლენინის გვარი იყო, ხოლო კრემლის კედელთან, მარმარილოს საფლავის ქვა გამოჩნდა, სტალინის სახელით. სახალხო მღელვარების ტალღა, ასეთ «გადაადგილებას», არ გამოუწვევია... არხის სხვა სიახლეები:* სტალინს დამაჯერებელი მიზეზი ჰქონდა, რომ იაკობი ტყვეობიდან არ დაეხსნა* ასეთი ფოტოების გადაღება მხოლოდ კანადაში შეიძლება* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 29 (25 ფოტო)* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?832 1-ს მოსწონს
|