x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„როგორ გავუძელი ამდენს, როგორ გავზარდე ღირსეული ბიჭები და არ ჩავყევი ჭაობს“ - მოროშკინა

image

.

მწერალი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა ახალგაზრდობის წლებს იხსენებს და სოციალურ ქსელში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ წლების წინ მისი კულუარული ფოტოები პრესაში იბეჭდებოდა, ბევრი ებრძოდა, ამიტომაც უკვირს, როგორ მოახერხა კარგი შვილების აღზრდა და როგორ გადაურჩა ჭაობს.



"აქ 31 წლის ვარ და უკვე შევარდნაძის მთავრობის წევრი...
(კალოშიანები, ჯერ ნაკელს ზელენ)
მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, კაფეში, რესტორანში თუ პლაჟზე გადაღებული ფოტოები პრესაში მრავლად "იფინებოდა".
ამ დროს ცხოვრება დიიიდი სიურპრიზებით წინ მაქვს, მაგრამ ყვითელი პრესა, ხმაურიანი სათაურები, მაღალი ცნობადობა და მუდმივი "ასი თვალი-ასი ყური", შური და ღვარძლი ცხოვრების ტანჯვად მაქვს ქცეული....
სულ ვფიქრობ, აი როგორ გავუძელი ამდენ ბულინგს, როგორ გავზარდე ღირსეული ბიჭები, როგორ არ ჩავყევი თბილისურ ჭორ-ჭაობს ...
ალბათ ყოველთვის ჩემს ოჯახში, ძალიან დიდი სითბო და სიყვარული ტრიალებდა....
ხოდა!!
ვაი, ჩემო თაო რაზე ვდარდობდი?
თურმე დაიკიდე რა...
ძონძებს რა გამოლევს, შენ სულ წინ იქნები, ისინი კი უკან....
ცხოვრება მშვენიერი და სწრაფმავალია....
ნეტა ახლა იყოს ამდენი ჭორი...
მიყვარხართ"- წერს ლალი მოროშკინა.

0
329
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
329
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...