x
მეტი
  • 15.03.2025
  • სტატია:140952
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513753
"ჟერბო" – ნამცხვრები, რომლითაც საზეიმო ტორტის ჩანაცვლება შეიძლება

შოკოლადის მინანქრით დაფარულ, რბილი და ფუმფულა ნამცხვარს, 130 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. რეცეპტმა მსოფლიო პოპულარობა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დროს მოიპოვა. ფრანგი საკონდიტრო მზარეულის მიერ გამოგონილი ნამცხვარი, ტრადიციულ უნგრულ საფუვრიან ცომს და ფრანგული დესერტების დახვეწილ გემოებს აერთიანებს.

"ჟერბოს" მომზადება, დანიშნულ თარიღამდე, 2-3 დღით ადრე შეიძლება – რაც უფრო დიდ ხანს ინახება, – მით უფრო გემრიელი ხდება. გარდა ამისა, არ საჭიროებს დროს, გაჟღენთისთვის და შეგიძლიათ, გაციების შემდეგ, მაშინვე მიირთვათ.


image


ინგრედიენტები, 20Х30 სმ. ზომის საცხობ ფირფიტაზე ცხობისთვის:


ცომი:image


ცივი კარაქი (ცხიმიანობა 82, 5%) — 300 გრ.
ფქვილი — 350 გრ. + 100 გრ. გასაბრტყელებლად
შაქრის პუდრი — 25 გრ.
ცედრა — 1 ლიმონის
მშრალი საფუარი — 10 გრ. (2 ჩ. კ.)
კვერცხი (ოთახის ტემპერატურის) — 1 ცალი
კვერცხის გული — 1 ცალი
კონიაკი, ან რომი — 20 მლ.
რძე (თბილი) — 100 მლ.
გადასასმელად — 1 კვერცხის გული + ცოტა წყალი + ვანილინი


გულსართი:image


კურაგა — 100 გრ.
კონიაკი, ან რომი — 60 მლ.
შაქარი — 100 გრ.
ნიგოზი — 200 გრ.
გარგარის ჯემი — 400 გრ. (სხვა ჯემის გამოყენებაც შეიძლება)


მინანქარი:image


ადუღებული წყალი — 25 მლ.
შაქრის პუდრი — 25 გრ.
კარაქი — 60 გრ.
შავი შოკოლადი — 125 გრ.


მომზადება:


I. სანამ ცომის მომზადებას დაიწყებთ, გულსართი უნდა მოამზადოთ: გარგრის ჩირი დაჭერით წვრილად და ალკოჰოლურ სასმელში ჩაალბეთ > დაფქვით ნიგოზი > თუ ჯემი ძალიან სქელია, დააბლენდერეთ, რომ ერთგვაროვანი კონსისტენცია მიიღოთ.
II. ცომის მოსამზადებლად, კარაქი კუბიკებად დაჭერით, ფქვილს შეურიეთ და ხელით შეაზილეთ > დაამატეთ შაქრის პუდრი, საფუარი და ცედრა > სწრაფად გადაურიეთ ერთმანეთს > კვერცხი ალკოჰოლს შეურიეთ და ცომში ჩაასხით > ინგრედიენტები ერთმანეთს შეურიეთ > დაუმატეთ თბილი რძე და ინგრედიენტები ისევ შეურიეთ > ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი > ცომი მაგიდაზე გადაიტანეთ და მოზილეთ (რბილი და ელასტიკური ცომი უნდა მიიღოთ).
III. გაყავით ცომი 4 ნაწილად.
IV. საცხობ ფირფიტაში პერგამენტი ჩაფინეთ > გააბრტყელეთ ცომის ერთი გუნდა და პერგამენტზე მოათავსეთ > გადაუსვით ჯემის 1/3 > მოაფიფქეთ ნიგოზი > გაანაწილეთ კურაგას 1/ 3 > იგივე გაიმეორეთ დანარჩენ 2 ფენასთან დაკავშირებით > ბოლო, მეოთხე ფენას, კვერცხის გული გადაუსვით, ვანილინით და ცოტაოდენი წყლით.
V. გადააკარით ღვეზელს სამზარეულოს აპკი და ოთახის ტემპერატურაზე, მინიმუმ 1 სთ–ით გააჩერეთ.
VI. გამოაცხვეთ, 180 °C–ზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, 40-50 წუთის მანძილზე.
VII. როდესაც გაცივდება, შოკოლადის მინანქარი გადაუსვით. მის მოსამზადებლად, თასში ჩაასხით ადუღებული წყალი, კარაქი და შაქრის პუდრი >
დადგით დაბალ ცეცხლზე და მანამდე ურიეთ, ვიდრე კარაქი სრულად არ გადნება > დაუმატეთ დამტვრეული შოკოლადი და იქამდე ურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
VIII. გადაუსვით მინანქარი ნამცხვარს და გააჩერეთ 20 წთ–ით, რომ გაშრეს.


imageარხის სხვა სიახლეები:


* სტალინს დამაჯერებელი მიზეზი ჰქონდა, რომ იაკობი ტყვეობიდან არ დაეხსნა

* იპოვეთ ზედმეტი სიტყვა – ძალიან რთული გამოცანა (პასუხი აქვს)

* 7 ხრიკი ნოტიო და ჰაეროვანი სააღდგომო კულიჩის ცომის მოსამზადებლად

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
31
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...