x
image
Yoona
Mediator image
როგორები იყო თანამედროვე სავარჯიშო მანქანების წინაპრები?
ფიტნესით საზოგადოების გატაცება შეიძლება მოგეჩვენოთ თანამედროვე ფენომენად, მაგრამ ეს ფოტოები საპირისპიროს ამტკიცებს. ყველაფერი დაიწყო ვიქტორიანულ ეპოქაში.



image



შვედ თერაპევტს გუსტავ სანდერს შეიძლება მივაწეროთ თანამედროვე სავარჯიშო მანქანების პროტოტიპების გამოგონება. სწორედ მას გაუჩნდა იდეა ფიზიკურ აქტივობასა და ჯანსაღ სხეულს შორის კავშირის შესახებ. თერაპევტს სჯეროდა, რომ კუნთებს სჭირდება გაძლიერება ფიზიკური აქტივობით თანდათანობით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში და დაიწყო მუშაობა მანქანაზე, რომელიც ხალხს ამაში დაეხმარებოდა. მის მიერ სტოკჰოლმში დაარსებული ინსტიტუტი გახდა პირველი სავარჯიშო დარბაზი.



1892 წლის შავ-თეთრ ფოტოებზე ნაჩვენებია თანამედროვე სავარჯიშო მანქანების რამდენიმე პროტოტიპი.




image



სანდერის მიერ შექმნილი სავარჯიშო მანქანები ძალიან ძვირი იყო და უფრო განკუთვნილი იყო მაღალი საზოგადოებისთვის.



image



მე-20 საუკუნის დასაწყისში სანდერის სავარჯიშო დარბაზები ძალიან პოპულარული იყო მთელ ამერიკაში. ზოგიერთი არისტოკრატი სავარჯიშო მანქანებს სპეციალურად სახლისთვის იძენდა.



image



ეს მანქანა ძალიან ჰგავს თანამედროვე სავარჯიშო მანქანებს ტრიცეფსისთვის, რომელიც დღეს შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერ სავარჯიშო დარბაზში.



image



იმ დროს სპეციალური სავარჯიშო ტანსაცმელი არ ჰქონდათ, ამიტომ ქალები ვარჯიშობდნენ მოცულობითი კაბებით, ხოლო კაცები - კოსტიუმებით.



image



ბავშვები მდიდარი ოჯახებიდან სავარჯიშო დარბაზებში ვარჯიშობდნენ.



image



1906 წელს გუსტავ სანდერის სავარჯიშო დარბაზები 146 ქვეყანაში გაიხსნა.



image



image



image



image



1970 წელს ამერიკელმა არტურ ჯონსმა გამოიგონა სავარჯიშო მანქანა „ნაუტილუსი“ მაღალი ინტენსივობის ვარჯიშისთვის.



image



image



image



image



თანამედროვე სავარჯიშო მანქანების პროტოტიპების ისტორიული ფოტოები ინახება სტოკჰოლმის მეცნიერების და ტექნიკის ეროვნულ მუზეუმში.



image

ექიმი გუსტავ სანდერი



ასევე დაგაინტერესებთ:

ჰარმონია მეგაპოლისის შუაგულში - იოგა დიდ ქალაქში

პინგ-პონგის მოთამაშეები, რომლებიც თამაშისას პლასტმასის ბურთის შემლოცველები ხდებიან

როგორ გამოიყურება სპორტსმენების სხეული სპორტის სხვადასხვა სახეობაში?

11 ფაქტი სინქრონულ ცურვაზე, რომლის გაგების შემდეგ უბრალო ხალხი კითხულობს: რაო, რაო?

სილამაზე საშინელი ძალაა: ცნობილმა სპორტსმენმა ქალებმა აჩვენეს, როგორ გამოიყურებიან კაბებში

„გამოიძახეთ ეგზორცისტი“ – წარმოუდგენლად მოქნილი გოგოების 15 ფოტო, რომელიც ცოტა გვაშინებს


0
61
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
61