x
მეტი
  • 13.03.2025
  • სტატია:140910
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513745
იპოვეთ ზედმეტი სიტყვა – ძალიან რთული გამოცანა (პასუხი აქვს)

იპოვეთ მხოლოდ – ბევრი გამოცანის სტანდარტული პირობაა. კონკრეტულად ამ გამოცანაში, ჩამოთვლილი სიტყვებიდან მხოლოდ ერთი სიტყვა უნდა აირჩიოთ, რომელსაც სხვა სიტყვების გამაერთიანებელ თვისებასთან კავშირი არ აქვს. სირთულე კი იმაში მდგომარეობს, რომ თვისება, რომლითაც ერთის გარდა, ყველა სიტყვას აერთიანებს, აშკარად არ ჩანს. თუ გამაერთიანებელ ნიშანს მიხვდებით, მაშინ პასუხის პოვნა, ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. სიტყვები კი ასეთია: ტანგო, კოცნა, მაგიდა, ნათურა, რულეტი.


image


მინიშნება: თითოეულ სიტყვას დაუსვით კითხვა – როგორი და უპასუხეთ ფრაზით, რაც პირველი მოგივათ თავში. ყველა სიტყვისთვის მოიძებნება, ყველასთვის ცნობილი პასუხი, ერთი სიტყვის გარდა... და ეს სიტყვა იქნება ზედმეტი.


image


პასუხი: ზედმეტი სიტყვა არის ნათურა.


image


ყველა სიტყვა, ნათურის გარდა, რომელიმე, საყოველთაოდ ცნობილი ფრაზის ნაწილია.


თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


1. სამმა ექიმმა თქვა, რომ რობერტი მათი ძმა არის. ხოლო, რობერტმა თქვა, რომ მას ძმები არა ჰყავს.
კითხვა: ვინ იტყუება და ვინ არის მართალი?


2. შვიდი და აგარაკზე იმყოფება, სადაც ყველა რაღაცით არის დაკავებული. ერთი წიგნს კითხულობს, მეორე — სადილს ამზადებს, მესამე — ჭადრაკს თამაშობს, მეოთხე — კროსვორდს ავსებს, მეხუთე — სარეცხს რეცხავს, მეექვსე — მცენარეებს უვლის.
კითხვა: რას აკეთებს მეშვიდე და?


3. ორი კაცი ჭადრაკს თამაშობს. მათ 5 პარტია ითამაშეს და 3-3 პარტია მოიგეს.
კითხვა: ეს როგორ უნდა მომხდარიყო?


4. ჯამში მამის და შვილის ასაკი 66-ის ტოლია. მამის ასაკი, შვილის ასაკის ტოლია, ოღონდ უკუღმა.
კითხვა: რამდენი წლის არის მამა და რამდენის შვილი?


5. 5. ზღვის სანაპიროზე იდო ქვა, რომელზეც ორი სიტყვა ეწერა. როდესაც მას მდიდრები კითხულობდნენ – ტიროდნენ, ღარიბებს – უხაროდათ, ხოლო შეყვარებულებს ეს სიტყვები აღიზიანებდა.
კითხვა: რა ეწერა ქვაზე?


6. ზღვის ფსკერზე სკივრი არის, რომელშიც ყველაფერია, ერთი რაღაცის გარდა.
კითხვა: რა არ არის სკივრში?


7. ორ საფულეში 4 მონეტა დევს. ამასთან, ერთ საფულეში 2-ჯერ უფრო მეტი მონეტა არის, ვიდრე მეორეში.
კითხვა: ამას როგორ ახსნით?


8. მდინარეს ორი ადამიანი მიუახლოვდა. ნაპირთან ერთი პატარა ნავი არის, რომელსაც მხოლოდ ერთი ადამიანის გადაყვანა შეუძლია. ორივე მოპირდაპირე ნაპირზე გადავიდა.
კითხვა: ეს როგორ მოახერხეს?


9. საკანალიზაციო ჭის სახურავი, უმეტეს შემთხვევაში, მრგვალი არის.
კითხვა: რატომ არ არის ის კვადრატული ან მართკუთხა?


10. და-ძმამ მაღაზიაში 2 კოლოფი შოკოლადი იყიდეს. თითოეულ კოლოფში 12 კანფეტი იყო. დამ თავისი კოლოფიდან რამდენიმე კანფეტი შეჭამა, ხოლო ძმამ იმდენი, რამდენიც მისი დის კოლოფში დარჩა.
კითხვა: სულ რამდენი კანფეტი დარჩა ორივე კოლოფში?


პასუხები >>>


imageარხის სხვა სიახლეები:


* იპოვეთ ზედმეტი სიტყვა – ძალიან რთული გამოცანა (პასუხი აქვს)

* ეს გამოცანა დიდ ინტერესს იწვევს, მაგრამ ამოხსნა – ყველას არ შეუძლია (პასუხი აქვს)

* 7 ხრიკი ნოტიო და ჰაეროვანი სააღდგომო კულიჩის ცომის მოსამზადებლად

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
113
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0