სხვა ყველაზე რთული გამოცანები მსოფლიოში ( III ნაწილი) 2017, 22 ივნისი, 10:25 1. სამმა ექიმმა თქვა, რომ რობერტი მათი ძმა არის. ხოლო, რობერტმა თქვა, რომ მას ძმები არა ჰყავს. კითხვა: ვინ იტყება და ვინ არის მართალი? *** 2. შვიდი და აგარაკზე იმყოფება, სადაც ყველა რაღაცით არის დაკავებული. ერთი წიგნს კითხულობს, მეორე — სადილს ამზადებს, მესამე — ჭადრაკს თამაშობს, მეოთხე — კროსვორდს ავსებს, მეხუთე — სარეცხს რეცხავს, მეექვსე — მცენარეებს უვლის. კითხვა: რას აკეთებს მეშვიდე და? *** 3. ორი კაცი ჭადრაკს თამაშობს. მათ 5 პარტია ითამაშეს და 3-3 პარტია მოიგეს. კითხვა: ეს როგორ უნდა მომხდარიყო? *** 4. ჯამში მამის და შვილის ასაკი 66-ის ტოლია. მამის ასაკი, შვილის ასაკის ტოლია, ოღონდ უკუღმა. კითხვა: რამდენი წლის არის მამა და რამდენის შვილი?*** 5. ზღვის სანაპიროზე იდო ქვა, რომელზეც ორი სიტყვა ეწერა. როდესაც მას მდიდრები კითხულობდნენ – ტიროდნენ, ღარიბებს – უხაროდათ, ხოლო შეყვარებულებს ეს სიტყვები აღიზიანებდათ. კითხვა: რა ეწერა ქვაზე?*** 6. ზღვის ფსკერზე სკივრი არის, რომელშიც ყველაფერია, ერთი რაღაცის გარდა. კითხვა: რა არ არის სკივრში? *** 7. ორ საფულეში 4 მონეტა დევს. ამასთან, ერთ საფულეში 2-ჯერ უფრო მეტი მონეტა არის, ვიდრე მეორეში. კითხვა: ამას როგორ ახსნით?*** 8. მდინარეს ორი ადამიანი მიუახლოვდა. ნაპირთან ერთი პატარა ნავი არის, რომელსაც მხოლოდ ერთი ადამიანის გადაყვანა შეუძლია. ორივე მოპირდაპირე ნაპირზე გადავიდა. კითხვა: ეს როგორ მოახერხეს? *** 9. საკანალიზაციო ჭის სახურავი, უმეტეს შემთხვევაში, მრგვალი არის.
კითხვა: რატომ არ არის ის კვადრატული ან მართკუთხა? *** 10. და-ძმამ მაღაზიაში 2 კოლოფი შოკოლადი იყიდეს. თითოეულ კოლოფში 12 კანფეტი იყო. დამ თავისი კოლოფიდან რამდენიმე კანფეტი შეჭამა, ხოლო ძმამ იმდენი, რამდენიც მისი დის კოლოფში დარჩა. კითხვა: სულ რამდენი კანფეტი დარჩა ორივე კოლოფში? პასუხები: 1. არავინ. რობერტს სამი და ჰყავს და ისინი ექიმები არიან. 2. ჭადრაკს თამაშობს. 3. მათ ერთმანეთთან არ უთამაშიათ. 4. აქ სამი ვარიანტია შესაძლებელი: 51 და 15; 42 და 24; 60 და 6. 5. ყველაფერი დროებითია. 6. სიცარიელე. 7. ერთი საფულე მეორეში არის მოთავსებული. 8. ისინი მდინარის სხვადასხვა ნაპირზე იყვნენ. 9. კვადრატული ან მართკუთხა ფორმის სახურავი, შეიძლება ჭაში ჩავარდეს, რადგან სახურავის დიაგონალი უფრო მეტი იქნება, გვერდის სიგრძესთან შედარებით. ხოლო, მრგვალი სახურავი არასდროს ჩავარდება ჭაში, საითაც არ უნდა იყოს მბრუნებული ანუ ის უფრო უსაფრთხოა. 10. ორივე კოლოფში 12 კანფეტი დარჩება.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ყველაზე რთული გამოცანები მსოფლიოში ( I ნაწილი) ყველაზე რთული გამოცანები მსოფლიოში (II ნაწილი) კრიმინალური გამოცანები – I ნაწილი
2172 9-ს მოსწონს
|